ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბიბერი პირველ შვილს ელოდებიან

წყვილმა სიახლე ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით 9 მაისს გაასაჯაროვა.

ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბიბერმა მოულოდნელი სიახლე გააზიარეს: წყვილი პირველ შვილს ელოდება. მათ ეს ინფორმაცია ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით 9 მაისს გაასაჯაროვეს. წყვილმა ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც თეთრ კაბაში გამოწყობილი ორსული ჰეილი პოზირებს. კადრში ასევე ჩანს ჯასტინ ბიბერი, რომელიც ჰეილი ბიბერს ფოტოს უღებს. კომენტარების სექციაში ბიბერებს უამრავი ადამიანი ულოცავს, მათ შორის ვხვდებით ისეთ ცნობილ სახეებს, როგირებიც არიან კენდალ ჯენერი, კრისი ტაიგენი და სხვები.

„[დედობა] არის ის, რასაც მოუთმენლად ველი,”- უთხრა ჰეილიმ GQ-ს ოქტომბერში ჩაწერილ ინტერვიუში. „ეს ასევე ძალიან პირადი, ინტიმური რამ არის. ეს არის ის, რაც თავისთავად ხდება, როცა ამის დრო არის,”- თქვა Rhode-ს დამფუძნებელმა და მოდელმა ჰეილი ბიბერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი სხვა ადამიანების განსასჯელი არ არის.

ჯასტინმა და ჰეილიმ 2018 წლის სექტემბერში ოფიციალურად იქორწინეს. ერთი წლის შემდეგ, მათ ტრადიციული საქორწილო ცერემონია სამხრეთ კაროლინაში გადაიხადეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძე, ფოტო: ვახტანგ ალანია

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

შემდეგი სტატია

OneRepublic - Photo: Black Sea Arena

Starring Georgia-ს სცენაზე ვარსკვლავური სეზონი OneRepublic-მა გახსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ANIK - mixtape 91011

ANIK-ის სადებიუტო მიქსთეიფი  – 91011

პროექტში შესული სამივე სიმღერა Dog Days, Burden და „დღე და ღამე” საერთო კონცეფციის მატარებელია, სადაც ქართული მუსიკის ელემენტები თანამედროვე ჟღერადობასთან არის შერწყმული.
მეტი

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი