მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტის, AKON-ის კონცერტი თბილისში

AKON-ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ჰიტები როგორებიცაა: Lonely, Smack That და I Wanna Love You.

23 მაისს მრავალგზის გრემის მფლობელი არტისტის, ჰიპ-ჰოპის ლეგენდად წოდებული AKON-ის კონცერტი თბილისი არენაზე შედგა. კონცერტი Stage Love Affair-ისა  და MaximuM Concerts Company-ის ორგანიზებით გაიმართა. 

Ჰიპ-ჰოპ ლეგენდად აღიარებულ მუსიკოსს  ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, Lady Gaga, გვენ სტეფანი, დევიდ გრეტა,  Snoop Dogg, Eminem და 50 Cent.

AKON-ის სოლო დებიუტ ალბომი, რომლის სახელწოდებაა Trouble,  2004 წლის 29 ივნისს გამოიცა. მასში ისეთი სინგლებია შესული, როგორებიცაა: Locked Up, Lonely, Belly Dancer (Bananza), Pot Of Gold და Ghetto.

2005 წელს, AKON-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სინგლი, Lonely, ბილბორდის Hot 100-ის საუკეთესო ხუთეულში შევიდა. სიმღერამ  ასევე წარმატება მიაღწია ავსტრალიურ, ბრიტანულ და გერმანულ ჩარტებშიც.

AKON-ის მრავალფეროვანი დისკოგრაფია მისი მუსიკალური შესაძლებლობის და ტალანტის ხაზგასმაა, მის შემოქმედებაში მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრი ჰარმონიულად გარდაისახება ერთმანეთში. კარიერის განმავლობაში AKON-ს ხუთი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული: Trouble (2004), Konvicted (2006), Freedom (2008), El Negreeto (2019) – აღსანიშნავია რომ ალბომში AKON-ს ლათინო ელემენტები შემოაქვს მუსიკაში, მისი უკანასკნელ მეხუთე ალბომში Akonda (2019) კი AfroBeats-ის გავლენა იგრძნობა.

23 მაისს თბილისი არენაზე AKON-ის კონცერტამდე საღამო ქართულმა ჰიპ-ჰოპ ბენდმა Killage-იმ გახსნა.  კონცერტი ანშლაგით ჩატარდა, სადაც მსმენელმა 2000-იანი წლების დაუვიწყარი ჰიტები მოისმინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოხუმის თეატრის სცენაზე ფესტივალი Into the Open გაიხსნა

შემდეგი სტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბ Nublu-ში ხონძი და მისი მეგობრები კონცერტს გამართავენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი