ფარელ უილიამსის ანიმაციურ-ბიოგრაფიული ფილმის თრეილერში ფარელს, Jay-Z-ის და კენდრიკ ლამარს ლეგოს სახით იხილავთ

ანიმაციურ – ბიოგრაფიულ ფილმში Piece by Piece გვენ სტეფანი, Snoop Dogg და ჯასტინ ტიმბერლეიკიც მონაწილეობენ.

ფარელ უილიამსის ავტობიოგრაფიული ფილმი Piece by Piece სხვა მუსიკოსების ბიოგრაფიული ფილმებისგან საკმაოდ განსხვავებულია. ფილმში ძირითადი მოქმედება ლეგოს სამყაროში ხდება.  Piece by Piece-ის  თრეილიერი 6 ივნისს  გამოვიდა, სადაც ლეგოს სახით ბევრ ცნობილ მომღერალს იხილავთ.

ფილმის თრეილერში კადრი ფარელის ლეგოს ავატარით იხსნება, რომელიც ფილმის რეჟისორ მორგან ნევილს ეუბნება: „იცით, რა მაგარი იქნება, თუ ჩემს ისტორიას ლეგოს ნაწილებით მოვყვებით?”

შემდეგ კადრი ფარელ უილიამსის ბავშვობის ანიმაციურ „ლეგოლენდში“ გადადის, რასაც წლების განმავლობაში მისი მუსიკალური პროექტებიდან კადრები მოსდევს. კლიპში ასახულია ის ცნობილი ვარსკვლავები, ვისთანაც ფარელ უილიამსს წლების განმავლობაში უთანამშრომლია, მათ შორის არიან Snoop Dogg, გვენ სტეფანი, კენდრიკ ლამარი, Jay-Z, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბასტა რაიმსი.

„მიყვარს მუსიკა, ის ყოველთვის მხიბლავდა.“- ამბობს ფარელ უილიამსი თრეილერში.

ფილმი Piece by Piece, ფარელ უილიამსის ორ ახალ სიმღერასთან ერთად, კინოთეატრებში 11 ოქტომბერს გამოვა. მუსიკოსმა ამის შესახებ პირველად ინფორმაცია იანვარში, ინსტაგრამზე გააზიარა: „ვინ იფიქრებდა რომ ბავშვობაში ჩემი ლეგოსთან თამაში ჩემს ცხოვრებაზე შექმნილ ფილმად გადაიქცეოდა?“

„ჩემი ისტორია ბევრი ადამიანისთვის არასდროს ყოფილა განსაკუთრებული მნიშვნელობის. ეს ალბათ იმის გამო ხდება, რომ ადამიანების უმეტესობა ერთ ან ორ ხაზს ირჩევს და ბოლომდე მას მიჰყვება, მე კი სხვადასხვა ხაზის გადაკვეთა, სხვადასხვა სამყაროში გადასვლა მიყვარს და იმ გამოცდილების მიღება რაც მიზიდავს და მაინტერესებს.“ – განაცხადა ფარელ უილიამსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნახეთ ფარელის ბიოგრაფიული ფილმის თრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ ბილი აილიშის მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Chihiro

შემდეგი სტატია

Bon Jovi ახალი ალბომით დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

ფილმი, სახელწოდებით New Years Rev, რომელიც Green Day-ის პირველი ტურნეთია (Tour Van) შთაგონებული, ამჟამად გადაღებების პროცესშია.
მეტი

ბრედ პიტის გეგმები ჯეფ ბაკლის ბიოგრაფიული ფილმისთვის მუსიკოსის დედამ ჩაშალა

„ჩვენ უნდა შეგიღებოთ თმა, გაგიკეთოთ ყავისფერი კონტაქტური ლინზები ლურჯ თვალებზე, პირი უნდა გააღო და იქიდან ჯეფის ხმა ამოვიდეს?”
მეტი

არიანა გრანდე ოსკარის ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი

ვარსკვლავის თქმით პირველი ოსკარის ნომინაციას ის პატარა არიანას მიუძღვნის
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი
თიკუ კობიაშვილის ფილმი - „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“

ქართველი რეჟისორის, თიკუ კობიაშვილის ფილმის პრემიერა Berlinale Forum-ის სპეციალურ პროგრამაში შედგება

„ფილმი „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ 2024 წლის თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებს ეხმიანება, რომელიც ე.წ. „უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ არის მიმართული.“ - წერია ბერლინალეს ოფიციალურ გვერდზე.
მეტი