საქართველოში დაგეგმილი Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა

განცხადებას Black Sea Arena ავრცელებს.
Black Sea Arena

28 ივლისს შეკვეთილში დაგეგმილი Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ განცხადებას Black Sea Arena ავრცელებს. განცხადებაში მითითებულია, რომ ბილეთების მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ. 

Massive Attack-ის კონცერტი საქართველოში Starring Georgia-ს ფარგლებში ტარდებოდა. Starring Georgia-ს უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით Black Sea Arena წარმოგვიდგენს. 2024 წლის სეზონზე მსმენელის წინაშე უკვე წარდგნენ ისეთი ჯგუფები, როგორებიც არის: One Republic და Scorpions. 18 აგვისტოს აუდიტორია Black Sea Arena-ზე კიდევ ერთ ჯგუფს – Jungle-ს მოისმენს. 

კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა Massive Attack-მაც. როგორც ჯგუფმა აღნიშნა, ისინი შოუზე უარს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემოებების გამო ამბობენ.

იხილეთ Massive Attack-ის სრული განცხადება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

M.I.A. – მსოფლიო მუსიკალური სცენის მეამბოხე არტისტი

შემდეგი სტატია

„ადამიანის ხმა” – გიორგი გიგაშვილისა და კატო კვარაცხელიას სოლო კონცერტი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი