ბილბორდის ყოფილი მთავარი რედაქტორი და გამომცემელი სემ ჰოლდსვორთი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ჰოლდსვორთი, რომელიც ჟურნალ Musician-ის თანადამფუძნებელიცაა, იმ კონსორციუმის წევრი იყო, რომელმაც 1984 წელს Billboard Publications Inc.-ის წილი ლიტლფორდის ოჯახისგან შეიძინა. საბოლოოდ კი მისი გამომცემელი გახდა.
„სტრესულ სგამომცემლო გარემოში სემს საოცრად დამამშვიდებელი გავლენა ჰქონდა ყველაზე მის გარშემო. ვაფასებ იმ რწმენას, რომელიც მან მაჩვენა და მის ნებას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე უფლებამოსილება მისი ნდობით აღჭურვილი გუნდისთვის გადაეცა,” – ამბობს კენ შლაგერი, რომელიც ჰოლდსვორთთან მუშაობდა.
ჰოლდსვორთმა და მისმა ბავშვობის მეგობარმა გორდონ ბერდმა ჯურნალი Musician 1976 წელს დააარსეს. გამოცემამ მალევე მოიპოვა პოპულარობა არტისტებსა და მელომანებს შორის, რის შედეგადაც Billboard Publications Inc. ჰოლდსვორთთან და ბერდსთან Musician-ის ყიდვის შეთავაზებით მივიდა. „სემი საოცრად შორსმჭვრეტელი იყო და გასაყიდი ფასის ნახევრის სანაცვლოდ „ბილბორდის” წილი მოითხოვა,” – ამბობს ბერდი.
„იმ დროს „ბილბორდის” ზრდაზე და განვითარებაზე ვიყავი პასუხისმგებელი და ლანჩის შემდეგ მალევე გადავწყვიტეთ, რომ ეს კარგი წინადადება იყო. 1981 წლის დასაწყისში ჩვენი პარტნიორობა დაიწყო, როცა BPI-მ Musician შეიძინა,” – ამბობს იმ დროს BPI ვიცე-პრეზიდენტი და გამომცემელი ჯერი ჰობსი.
როგორც აღმოჩნდა, მიზნის მისაღწევად და Billboard Publications Inc.-ის გასაფართოებლად ჰობსმა ჰოლდსვორთის სახით იდეალური პარტნიორი იპოვა. კომპანია უკვე არა მხოლოდ მუსიკალურ გამოცემებს მოიცავდა, არამედ ფილმს, თეატრს, ხელოვნებასა და დიზაინსაც.
„მან და ჯერი ჰობსმა ბილბორდის ახალი ერა შექმნეს,” – ამბობს ადამ უაითი, რომელიც „ბილბორდის” მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა მაშინ, როცა ჰოლდსვორთი გამომცემელი გახდა. „მხოლოდ ამისთვისაც კი, ის სამუდამოდ უნდა გვახსოვდეს.”