გამორჩეული ქართველი არტისტის, DEENA-ს ლაივ კონცერტი

29 ივნისს პირველად Mtkvarze ქართველი არტისტის, DEENA-ს ლაივ კონცერტი გაიმართება

ქართველი არტისტის, ელენე გიგანის მუსიკალური პროექტი DEENA 2022 წლიდან Didube Records-ზე სადებიუტო ალბომ Low Love-ის გამოშვებით იწყება. DEENA-ს ძირითადი შთაგონება  Trap, Pop და R&B ჟღერადობებიდან იღებს სათავეს. არტისტი წარმოშობით სვანეთიდან არის, რაც მის სასცენო სახელშიც გამოიხატება, DEENA სვანურ ენაზე გოგოს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ 29 ივნისს Mtkvarze ლაივ კონცერტს Didube Records-ის კიდევ ერთი არტისტი, 10G$ (თენგიზ მჟავია) შეუერთდება, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჯგუფ  MoonG-ის წევრიც გახლავთ.

10G$-ს (თენგიზ მჟავიას) DEENA-სთან რამდენიმე ერთობლივი ნამუშევარი აქვს გამოცემული. სამი თვის წინ კი 10G$-ს სადებიუტო ალბომი Swoosh Didube Records-ის ლეიბლით გამოვიდა. 

„ამ კონცერტს რეალურად უკვე ძალიან დიდი ხანია ველოდები. კონცერტი მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ ჯგუფმა, რომ არ გაგვეკეთებინა და 29 ივნისისთვის გადავიტანეთ. კონცერტზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი 10G$ (თენგიზ მჟავია) გვეყოლება, სადაც მასთან ერთად რამდენიმე ტრეკს შევასრულებ. რამდენიმე ხნის წინ მან ალბომი გამოუშვა და ასევე ჰიპ-ჰოპ ჯგუფის MoonG წევრი და Didube Records-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. თენგოსთან ერთად ახალ ტრეკს ვიმღერებ, რომელიც მის ალბომშიც არის შესული. სიმღერას Sixteen ჰქვია. რაც შეეხება რეპერტუარს, შევასრულებ რამდენიმე ახალ ტრეკსაც, რომელიც ხალხს ჯერ არ მოუსმენია, მათ შორის ჩემი პროდიუსერობით შექმნილი ტრეკი Ring Ring, რომელიც ივლისში გამოვა. ლაივ კონცერტი იქნება ძალიან ენერგიული და დადებითი მუხტით სავსე.“  –  DEENA

დამატებითი ინფორმაცია ლაივის შესახებ იხილეთ აქ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრისტ კოვოსელიკი

კრისტ ნოვოსელიკის ახალმა ჯგუფმა Nirvana-ს სიმღერა Love Buzz კურტ კობეინის მშობლიურ ქალაქ აბერდინში შეასრულა

შემდეგი სტატია

ორსული ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი