კამილა კაბეიომ ახალი ალბომი – C,XOXO გამოუშვა

ალბომში 14 სიმღერაა, მათ შორის ერთობლივი ნამუშევრები დრეიკთან, Playboi Carti-სთან და Lil Nas X-თან.

28 ივნისს კამილა კაბეიომ ახალი ალბომი წარადგინა, რომლის სახელწოდებაა C,XOXO. ალბომში 14 სიმღერაა, რომელთაგან ორი დრეიკთან კოლაბორაციული ნამუშევარია. წამყვანმა სინგლმა I Luv It, რომელიც მომღერალმა Playboi Carti-სთან ერთად ჩაწერა, Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში 81-ე ადგილი დაიკავა. LP-ში ასევე შესულია კაბეიოს დუეტი Lil Nas X-თან. 

C,XOXO არტისტმა 2024 წლის თებერვალში დააანონსა. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული LP მომღერლის 2022 წლის ალბომისგან განსხვავებული ნამუშევარი იქნებოდა. კამილა კაბეიომ სადებიუტო ალბომი, Camila 2018 წელს გამოსცა და ის Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. 2019-ში კი მომღერლის მეორე LP სახელწოდებით Romance გამოვიდა, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა.  

როგორც კაბეიომ აღნიშნა, თავისი ახალი ჟღერადობა, რომელიც ამ ალბომთან ერთად იპოვა, განსხვავებული ენერგეტიკის მატარებელია. 

მოუსმინეთ კამილა კაბეიოს ახალ ალბომს – C,XOXO. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Diddy

მაიამის სანაპიროზე Diddy-ის დღე აღარ აღინიშნება

შემდეგი სტატია

ემინემი ახალი სიმღერის ტრეილერს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Pearl Jam

ამერიკული როკ-ჯგუფი Pearl Jam ევროპაში კიდევ ორ კონცერტს აუქმებს

„გვერწმუნეთ, ადვილად არასდროს ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად, რათა შოუ შედგეს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
მეტი