DEENA-ს ლაივ კონცერტი Mtkvarze

Deena-ს კონცერტი 29 ივნისს გაიმართა
DEENA-ს ლაივ კონცერტი Mtkvarze
DEENA-ს ლაივ კონცერტი Mtkvarze

ელენე გიგანის მუსიკალური პროექტი Deena ორი წელია რაც არსებობს და მუსიკალურ სივრცეში არტისტმა უკვე დაიკავა თავისი ადგილი. მისი დებიუტი Didube Records-ზე ალბომ Low Love-ის გამოცემით დაიწყო და არტისტის თქმით უახლოეს მომავალში მსმენელი ახალ ალბომს უნდა ელოდოს.

Deena და 10G$ Mtkvarze

29 ივნისს Mtkvarze გამართულ ლაივ კონცერტზე Deena-სთან ერთად Didube Records-ის კიდევ ერთი არტისტი, 10G$ (თენგიზ მჟავია)  წარდგა, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჯგუფ  MoonG-ის წევრი გახლავთ. არტისტებმა სამი სიმღერა შეასრულეს ერთად, მათ შორის ახალი ტრეკი სახელწოდებით Sixteen, რომელიც 10G$-ს გამოცემულ ალბომშია შესრული.

Deena

აღსანიშნავია, რომ ლაივ კონცერტზე ძირითადი აქცენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას შეეხო, რითაც არტისტმა სცენიდან გარკვეული მოწოდებებიც გააჟღერა, როგორიც არის „არა რუსულ კანონს“ და სხვა. Deena-მ Mtkvarze ჯერ არგამოქვეყნებული სიმღერა Ring Ring შეასრულა, რომელიც სწორედ ამ არსებულ სიტუაციას ეხმიანება.

„ახალი ტრეკები ჩემს დისკოგრაფიაში  გამორჩეულია იმით, რომ ატარებს საპროტესტო გზავნილებს, ასევე პოლიტიკურად და სოციალურად აქტუალურ საკითხებს ეხმიანება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, რაც ხდება ჩემს და ჩვენს გარშემო, ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს ძალიან მაწუხებს.“ – ამბობს Deena ბილბორდთან საუბარში.

ნახეთ არტისტ Deena-ს ვიდეო, რომელიც „ბილბორდ საქართველომ“ მოამზადა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბათუმი რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

ემინემი ახალი ალბომის გამოსვლის თარიღს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი