დუა ლიპამ მეგობარ ბიჭ კალუმ ტერნერთან ერთად რომანტიკული ფოტოები გააზიარა

წყვილი Glastonbury-ის ფესტივალზე იმყოფებოდა.
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი 2024 წლის Glastonbury-ის ფესტივალზე. ფოტო: სამირ ჰუსეინი
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი 2024 წლის Glastonbury-ის ფესტივალზე. ფოტო: სამირ ჰუსეინი

დუა ლიპა 2024 წლის Glastonbury-ს ფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო, თუმცა თავისუფალ დროს სუპერვარსკვლავი მეგობარ ბიჭთან, კალუმ ტერნერთან ერთად დროის გატარებისთვისაც იცლიდა.

პოპ-ვარსკვლავმა ტერნერთან ერთად გადაღებული რომანტიკულ ფოტოები ინსტაგრამზე გააზიარა.

„ცეკვა მზის ამოსვლამდე, ეს  glasto-ს რიტუალია“, – წერს დუა ლიპა ინსტაგრამზე, სადაც მეგობარ ბიჭთან გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.

დუა ლიპას გარდა  Glastonbury-ის ფესტივალზე  მთავარი გამომსვლელები Coldplay და SZA იყვნენ. ფესტივალი 26-იდან 30 ივნისის ჩათვლით ტარდებოდა, სადაც არტისტებს შორის ასევე იყვნენ კამილა კაბელიო, ავრილ ლავინი, სინდი ლაუპერი და უამრავი სხვა ცნობილი არტისტი.

დუა ლიპა და  კალუმ ტერნერი რამდენიმე თვეა უკვე ერთმანეთს ხვდებიან, თებერვალში წყვილი ბრიტანული Vogue-ს წვეულებას დაესწრო, მარტში კი BRIT Awards-ის ღონისძიებას.

დაახლოებით ერთი თვის წინ დუა ლიპამ ალბომი Radical Optimism გამოსცა, რომლის დებიუტიც ბილბორდ 200-ში შედგა. ზაფხულის განმავლობაში დუა ლიპას ევროპის მასშტაბით გასტროლები აქვს დაგეგმილი, ნოემბერსა და დეკემბერში კი პოპ-ვარსკვლავი აზიას ეწვევა.

დუა ლიპამ ცოტა ხნის წინ პალესტინის შესახებ პოლიტიკური მოსაზრებები გააჟღერა, სადაც იგი ისრაელ-ჰამასის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე პალესტინას უჭერს მხარს. 

”ამას ყოველთვის მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ ეს დიდი გადაწყვეტილებაა, მე ამას ვაბალანსებ, რადგან ვგრძნობ ეს უფრო დიდი სიკეთისთვისაა გამიზნული, ამიტომ მზად ვარ მივიღო ეს დარტყმა“, – განუცხადა დუა ლიპამ Radio Times-ს გასულ თვეში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

შემდეგი სტატია

ნახეთ ლანა დელ რეისა და Quavo-ს ვიდეოკლიპი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი