კენდრიკ ლამარი ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

გავრცელებული ფოტოები მსმენელებს უქმნის მოლოდინს, რომ შესაძლოა ახალმა ნამუშევარმა რეპერის პიროვნული პორტრეტი აჩვენოს.
ფოტო: ტიმოთი ნორისი/Getty Images

4 მაისს კენდრიკ ლამარმა ტრეკი სახელწოდებით Not Like Us გამოსცა, რომლის ტექსტითაც დრეიკს დაუპირისპირდა. ახლახან კი სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლითაც ირკვევა, რომ ტრეკის ვიდეო კლიპის გადაღებები მიმდინარეობს. 

Not Like Us გამოსვლიდან მალევე სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ტრეკი მუსიკალურ ჩარტებშიც დაწინაურდა და  Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავა. 

რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, ერთ-ერთ ფოტოში კენდრიკ ლამარი თავის პარტნიორ უიტნი ალფორდთან და ორ შვილთან ერთად არის გადაღებული. გავრცელებული ფოტო მსმენელებს უქმნის მოლოდინს, რომ შესაძლოა ახალმა ნამუშევარმა რეპერის პიროვნული პორტრეტი აჩვენოს.  

გადაღებები კალიფორნიაში, კენდრიკ ლამარის მშობლიურ ქალაქ კომპტონში მიმდინარეობს. ვიდეოს გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ ლანა დელ რეისა და Quavo-ს ვიდეოკლიპი 

შემდეგი სტატია

გვენ სტეფანი ბლეიკ შელტონთან ქორწინების სამი წლის იუბილეს გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი