ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა ქორწილიდან 25 წლის იუბილე აღნიშნეს

იუბილეს აღსანიშნად წყვილი იისფერ სამოსში გამოეწყო
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები Netflix-ის Beckham-ის ბრიტანულ პრემიერაზე. 2023 წლის 3 ოქტომბერი, ლონდონი. ფოტო: გარეტ კატერმოლი
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები Netflix-ის Beckham-ის ბრიტანულ პრემიერაზე. 2023 წლის 3 ოქტომბერი, ლონდონი. ფოტო: გარეტ კატერმოლი

3 ივლისს ინსტაგრამზე ერთობლივ პოსტში ცნობილმა წყვილმა, ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა, ფოტოები გააზიარეს.  წყვილს ქორწინებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნად ზუსტად ის ცნობილი იისფერი სამოსი ეცვათ, რომელიც 1999 წელს, ქორწილის დღეს შეარჩიეს.

„ნახეთ, რა ვიპოვეთ“ – წერს წყვილი ერთობლივ პოსტში ინსტაგრამზე:

წყვილს ისტორიული სამოსი ქორწილის დღეს, დუბლინში, ლუტრელსტაუნის ციხესიმაგრეში, 1999 წელს ეცვა. იისფერი კოსტიუმები ცნობილი დიზაინერის, ანტონიო ბერარდის მიერ არის შექმნილი.

ინსტაგრამის მეორე პოსტში ვიქტორია ბექჰემმა კიდევ რამდენიმე ფოტო გააზიარა: „არ მჯერა, რომ 25 წელი გავიდა და ისევ მოგვერგო”, — წერს ვიქტორია ბექჰემი.

ბექჰემებს ოთხი შვილი ჰყავთ – სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

ვიქტორია ბექჰემმა 50 წლის გრანდიოზული იუბილე მარტში აღნიშნა, სადაც Spice Girls-ის ყოფილი წევრებიც იმყოფებოდნენ. წვეულებაზე ჯგუფის ყოფილმა წევრებმა 1997 წლის ჰიტ-სიმღერა Stop შეასრულეს, ვიდეო ინსტაგრამზე დევიდ ბექჰემმა გააზიარა.

ნახეთ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების 25 წლის:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls-ის მუსიკალური ევროპული ტურნე

შემდეგი სტატია

ნახეთ კენდრიკ ლამარის ვიდეოკლიპი Not Like Us

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
მეტი