არიანა გრანდე ალბომ Eternal Sunshine-ის 4 თვის იუბილეს აღსანიშნად ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაღებულ კადრებს აზიარებს

„ძალიან მადლიერი ვარ, არ მჯერა, რამდენი რამ მოხდა უკვე.“ -წერს პოპ-ვარსკვლავი.
არიანა გრანდე - ფოტო: კატია თემკინი
არიანა გრანდე – ფოტო: კატია თემკინი

არიანა გრანდემ ინსტაგრამზე ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაღებული კადრები გააზიარა, რომელიც მისი ალბომის, Eternal Sunshine-ის გამოსვლიდან 4 თვის აღსანიშნად გამოაქვეყნა. ვიდეო კადრებში ჩანს არიანა გრანდე, რომელიც სინგლების We Can’t Be Friends (Wait for Your Love) და The Boy Is Mine-ისთვის ვოკალს ასწორებს. ერთ მონაკვეთში კი ის კამერაში საუბრობს და ამბობს: „ვფიქრობ აქ რაღაც განსაკუთრებულია.“

სხვა კადრებში პოპ-ვარსკვლავი პროდიუსერებთან მაქს მარტინთან და ილიასთან ერთად ჩნდება. ერთ მომენტში კი არიანა სელფის კამერით მაქს მარტინს იღებს, რომელსაც სამი თეთრი კურდღლის ფილტრი ადევს.

„მინდოდა კიდევ გამეზიარებინა რამდენიმე კადრი ჩემი საყვარელი eternal sunshine-ის სტუდიური მოგონებებიდან, ეს კადრები ძალიან მახარებს. არ მჯერა, რამდენი რამ მოხდა უკვე, ან თუნდაც ის, რომ უკვე ოთხი თვე გავიდა.“- წერს არიანა გრანდე.

„მადლობელი ვარ ყველა იმ მშვენიერი მოგონებებისთვის და ყველაფრისთვის, რაც მომავალში იქნება. ყველანი ძალიან მიყვარხართ.“

სტუდიაში რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ, ალბომი Eternal Sunshine 8 მარტს გამოვიდა. მისი დებიუტი ბილბორდ 200-ში შედგა, სადაც პირველ ადგილს ალბომი ორი კვირის განმავლობაში იკავებდა.

ცოტა ხნის წინ არიანა გრანდემ მუსიკალური კლიპი The Boy Is Mine გამოსცა, სადაც პენ ბეჯლი მონაწილეობს.

ნახეთ არიანა გრანდეს ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-თან ინტერვიუში ემი უაინჰაუსის ბიოგრაფიული ფილმის მუსიკალურმა რედაქტორმა გადაღებების პროცესზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

ტრევის კელსი ტეილორ სვიფტთან ერთად 2024 წლის 28 იანვარს ბალტიმორში, მერილენდი. ფოტო: პატრიკ სმიტი

თაყვანისმცემლები ტეილორ სვიფტისა და ტრევის Eras Tour-ის იუბილეს აღნიშნავენ. „ჩვენი დროის უდიდესი სიყვარულის ისტორია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი