შელი დიუვალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

Popeye-სა და The Shining-ის ვარსკვლავმა პოპულარობა 70-იან წლებში მოიპოვა
შელი დიუვალი - ფოტო: რეგ ინელი
შელი დიუვალი – ფოტო: რეგ ინელი

რობერტ ალმანის მუზა და სტენლი კუბრიკის ფილმ The Shining-ის მსახიობი 75 წლის ასაკში გარდაივალა.

შელი დიუვალი მისი პარტნიორის, დენ გილროის თქმით 11 ივლისს, ტეხასის ქალაქ ბლანკოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პუბლიცისტ და შელი დიუვალის მეგობრის გარი სპრინგერის თქმით, გარდაცვალების მიზეზი დიაბეტის გართულებები იყო.

„ჩემმა ძვირფასმა და მშვენიერმა ცხოვრების პარტნიორმა წუხელ დაგვტოვა. ბოლო დროს ძალიან იტანჯებოდა, ახლა კი ის გათავისუფლდა. გაფრინდი, მშვენიერო შელი” – თქვა დენ გილროიმ

შელი დიუვალი ტეხასის კოლეჯში სწავლობდა, როდესაც ალტმანის გუნდი ფილმ Brewster McCloud-ის გადასაღებად ემზადებოდა. 1970 წელს ჯგუფის წევრები 20 წლის შელი დიუვალს ჰიუსტონის წვეულებაზე  შეხვდნენ,  და რეჟისორს გააცნეს, ამ უკანასკნელმა კი Brewster McCloud-ში როლი შესთავაზა.

შელი დიუვალი ალტმანის ფილმებში ხშირად მონაწილეობდა, მათ შორის არის Thieves Like Us, Nashville, Popeye, Three Women და McCabe & Ms. Miller.

„ის კარგ როლებს მთავაზობდა, ყველა როლი განსხვავებული იყო, მას ჩემი დიდი ნდობა და პატივსცემა აქვს და არანაირად არ მზღუდავს, მე ის მიყვარს. მახსოვს პირველი რჩევა, რომლიც მან მომცა: ნუ მიიღებ საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად.”

შელი დიუვალის დიდზე დიდი თვალები არ იყო ტიპური ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი. მისი საოცრად გულწრფელი მანერები მის უნიკალურობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. კინოკრიტიკოსმა პოლინ კეელმა მას ქალი ბასტერ კიტონიც კი უწოდა.

კარიერის მწვერვალზე შელი დიუვალმა რეჟისორ სტენლი კუბრიკის ფილმ The Shining-ში ითამაშა. ეპიზოდი, სადაც დიუვალი ყვირის,  ფილმის ერთ-ერთ საკულტო სცენად არის აღიარებული. 

სტენლი კუბრიკი ცნობილი პერფექციონისტი იყო და შელი დიუვალს The Shining-ში გადაღება საკმაოდ გაუჭირდა. ერთ-ერთი სცენის გადაღებას 127 დუბლი დასჭირდა, ფილმის მთლიანი გადაღება კი 13 თვე გაგრძელდა. 

1990 წელს შელი დიუვალმა მსახიობობას თავი დაანება. 

„რას იგრძნობდით, როდესაც ადამიანები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილნი არიან და უცებ საპირიპიროს ფიქრობენ? არასდროს დაიჯერებ, რომ ეს შენ გემართება, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ მტკივნეულია. ამიტომ, ცდილობ დაიჯერო რომ ეს სიმართლეა“, – განაცხადა შელი დიუვალმა Times-თან ინტერვიუში.

1970 წელს შელი დიუვალი მხატვარ ბერნარდ სამპსონზე დაქორწინდა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ მას დაშორდა. შელი დიუვალი დიდი ხნის განმავლობაში მუსიკოს პოლ საიმონთან ერთად ცხოვრობდა, ის ასევე ხვდებოდა რინგო სტარს. 1990 წელს Disney Channel-ის ფილმ Mother Goose Rock ‘n’ Roll-ის გადაღების დროს დიუვალი  მუსიკოს დენ გილროის შეხვდა,  რომელთანაც დარჩენილი ცხოვრება გაატარა.

შელი დიუვალი ბოლო 30 წელი ტეხასში ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების დეტალები არცთუ ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის. 2016 წელს Dr. Phil-ის შოუში ერთსაათიანი ინტერვიუს დროს შელი დიუვალმა ღიად ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე: „ძალიან ავად ვარ, დახმარება მჭირდება.” თქვა დიუვალმა გადაცემაში.

შელი დიუვალი სამსახიობო კარიერის გაგრძლებას ცდილობდა: 2022 წელს საშინელებათა ფილმ The Forest Hills-ში მიიღო მონაწილეობა, რომლის პრემიერა 2023 წელს შედგა.

„ისევ მსახიობობა.  ძალიან სახალისოა. ეს ყველაფერი ადამიანის ცხორებას ამდიდრებს” – განუცხადა შელი დიუვალმა ჟურნალ People- ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნოდარიკო ხუციშვილის და სიმონ ბითაძის ახალი სიმღერა „არემარე“

შემდეგი სტატია

Kordz, Mechanical Rainbow და სტეფანე ერთობლივ ტრეკს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი