Lady Gaga-მ  გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ტონი ბენეტს პატივი მიაგო

ლეგენდარული მომღერალი 2023 წლის ივლისში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტონი ბენეტი და Lady Gaga Radio City Music Hall-ში 2021 წლის 5 აგვისტოს ნიუ-იორკში. ფოტო: კევინ მაზური
ტონი ბენეტი და Lady Gaga Radio City Music Hall-ში 2021 წლის 5 აგვისტოს ნიუ-იორკში. ფოტო: კევინ მაზური

20 ივლისს პოპ-ვარსკვლავმა და მსახიობმა სოციალურ მედიაში საყვარელ მეგობარსა და კოლეგაზე, ტონი ბენეტზე გულწრფელი ტექსტი გამოაქვეყნა. ლეგენდარული მუსიკოსი 2023 წლის 21 ივლისს ნიუ-იორკში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენეტს 2016 წელს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს.

„ტონის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა, ეს სურათი ყველაფერს ამბობს. მადლიერი ვარ, რომ მის მეუღლე სუზისთან დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას. მადლობელი ვარ იმ ჯაზის მემკვიდრეობისთვის, რომელიც მან დატოვა და რომელზეც დღემდე ვმუშაობ. ტონის ყველას იცნობდა და ის უყვარდათ. მენატრები. ცხოვრება მშვენიერი რამაა.” – წერს Lady Gaga ინსტაგრამზე.

Lady Gaga და ტონი ბენეტი შავ-თეთრ ფოტოზე არიან გამოსახული, რომელიც 2021 წელს ერთობლივი ალბომისთვის Love for Sale-სთვის იყო გადაღებული. 

ტონი ბენეტის ოჯახმა ალცჰაიმერის შესახებ პირველად ინფორმაცია 2021 წელს გაასაჯაროვა, იმავე წელს ლეგენდარულმა მომღერალმა განაცხადა, რომ მუსიკალურ კარიერას ასრულებდა და მისი ბოლო შოუ Lady Gaga-სთან ერთად იქნებოდა, რომლის სახელწოდებაც იყო: „უკანასკნელი საღამო: Lady Gaga-სთან და ტონი ბენეტთან ერთად.” (One Last Time: An Evening with Tony Bennett and Lady Gaga.)

გარდა ალბომისა Love for Sale, Lady Gaga-მ და ტონი ბენეტმა ჯაზის სტანდარტების სრულმეტრაჟიანი ალბომი Cheek to Cheek 2014 წელს გამოსცეს. პროექტი  ბილბორდ 200-ში პირველ ადგილს იკავებდა.

გასულ წელს ტონი ბენეტის გარდაცვალებას Lady Gaga სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ჩემი მეგობარი მუდამ მომენატრება. მომენატრება მასთან სიმღერა, საუბარი, სცენაზე ყოფნა. მე და ტონის ჯადოსნური ძალა გვქონდა. ჩვენ სხვა ეპოქაში გადავედით, ერთად მოვახდინეთ მუსიკის მოდერნიზება და ახალი სიცოცხლე შთავბერეთ. თან ეს არ იყო თამაში, ჩვენი ურთიერთობა ძალიან რეალური იყო.”

Lady Gaga-ს თქმით, ტონი ბენეტმა მას ცხოვრება და მუსიკა ასწავლა. „ის ოპტიმისტი იყო და თავდაუზოგავი შრომის და ცხოვრების სჯეროდა. მუდამ ამბობდა, „პირდაპირ, წინ!” გარდა ამისა, ის ყოველთვის ყველაფრის მადლიერი იყო. Ტონი მეორე მსოფლიო ომში მსახურობდა და მღეროდა ჯაზს მსოფლიოს უდიდეს არტისტებთან ერთად.”

ნახეთ Lady Gaga- ს ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეკ უაითი | ფოტო: დევიდ ჯეიმს სვანსონი

ჯეკ უაითმა ახალი ალბომი ფარულად გამოსცა და ის მხოლოდ ლეიბლ Third Man Records-ის მაღაზიებშია ხელმისაწვდომი

შემდეგი სტატია

კეტი პერი კიდევ ერთ ახალ სიმღერას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი