შინეიდ ო’კონორის გარდაცვალებიდან ერთო წლის შემდეგ ტრაგიკული შემთხვევის ოფიციალური მიზეზი დასახელდა. გარდაცვალების სერტიფიკატში მითითებულია, რომ ო’კონორის გარდაცვალება ფილტვების ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ (COPD) და ასთმამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია Irish Independent-მა 27 ივლისს გაავრცელა. როგორც ირკვევა, გარდაცვალების სერტიფიკატი ო’კონორის მეუღლემ, ჯონ რეინოლდსმა, 24 ივლისს ლონდონში დაარეგისტრირა.
შინეიდ ო’კონორი 2023 წლის 26 ივლისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ამ დროს ლონდონში, თავის სახლში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, როდესაც ო’კონორი იპოვეს, ის უგონო მდგომარეობაში იყო. მეორე დღესვე პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევა საეჭვოდ არ მიაჩნდა და საქმე სასამართლო ექსპერტიზას გადასცა. სასამართლო ექსპერტიზამ კი მალევე განაცხადა, რომ არტისტი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ირლანდიელი მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში მენტალურ აშლილობებს ებრძოდა. მათ შორის იყო დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესის სინდრომი (PTSD) და სუიციდისაკენ მიდრეკილება. შინეიდ ო’კონორს სამი შვილი დარჩა.
ო’კონორმა მუსიკალური კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს გამოსცა. თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მომღერალმა არაერთი მსოფლიო ჰიტი გამოსცა, მათ შორის არის ისეთოი აღიარებული სიმღერები, როგორიცაა Nothing Compares 2 U.