მუსიკალური საღამოები Iveria Beach-ზე: Mastercard წარმოგიდგენთ Esa’s Afro-Synth Band-ის და Machaidze-ს ლაივს

ბენდი თავისი შემოქმედებით არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკული საცეკვაო მუსიკის მემკვიდრეობას აცოცხლებს, არამედ მასში ინოვაციური კონცეფციებიც შეაქვს.
Iveria Beach / Mastercard

ბათუმში, Iveria Beach-ზე მუსიკალური საღამოები გრძელდება. 9 აგვისტოს Mastercard-ის წარდგენით სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსის, Esa Williams-ისა და მისი მუსიკალური კოლექტივის, Esa’s Afro-Synth Band-ის ლაივი გაიმართება. 

Esa Williams აფრიკელი დიჯეი და პროდიუსერია, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა და აუდიტორიის წინაშე არაერთ ქვეყანაში წარდგა. სწორედ მან ჩამოაყალიბა მუსიკალური კოლექტივი Esa’s Afro-Synth Band. ბენდის მუსიკა სინთებისა და დასარტყამი საკრავების ერთიანობით შთამბეჭდავ ჟღერადობას ქმნის. ბენდი თავისი შემოქმედებით არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკული საცეკვაო მუსიკის მემკვიდრეობას აცოცხლებს, არამედ მასში ინოვაციური კონცეფციაც შეაქვს. 

მუსიკალურ საღამოს ქართველი არტისტი დავით მაჩაიძე გახსნის, რომელსაც მსმენელი იცნობს სასცენო სახელით – Machaidze. არტისტი ელექტრონული მუსიკის სცენაზე ცნობილია House-ის ჟანრში თავისი გამორჩეული, ჰარმონიული ჟღერადობით. მისი მუსიკა აერთიანებს ისეთ ჟანრებს, როგორებიც არის: ფანკი, დისკო, ჯაზი და ე.წ. Soulful house. 

მუსიკალურ საღამოზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა: +21. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ღონისძიების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA 2024 წელს Dreamville მუსიკალური ფესტივალის დროს. ფოტო: ასტრიდა ვალიგორსკი

SZA ცოტა ხნით მუსიკალურ მოღვაწეობას წყვეტს

შემდეგი სტატია

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ რობერტ ვილსონს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი