რამშტაინის სოლისტი გერმანულ გამოცემას უჩივის

ტილ ლინდემანმა სარჩელი გამოცემა „შპიგელის“ წინააღმდეგ შეიტანა.

რამშტაინის სოლისტი გერმანულ ჟურნალ „შპიგელს“ სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება გამოცემის მიერ ტილ ლინდემანის სექსუალური ძალადობის ბრალდების საქმის გაშუქებას.

ყველაფერი 2023 წელს დაიწყო, როცა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ქალმა მუსიკოსი დაადანაშაულა და თქვა, რომ წინასაკონცერტო წვეულებაზე, რომელიც ლიეტუვაში იმართებოდა, ლინდემანმა მას ნარკოტიკი მიაღებინა.

მომჩივანი “ბიბისის” უყვებოდა, რომ ის კონცერტის შემდეგ მომღერალთან სექსისთვის მიიყვანეს. ქალის მტკიცებით, მისი სასმელი მოწამლული იყო, თუმცა მისივე თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა.

ლინდემანმა ბრალდებები უარყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბენდმა სერიოზული დარტყმა მიიღო. ლინდემანთან თანამშრომლობა შეწყვიტა მისმა გამომცემელმა. ბერლინის პროკურატურამ კი საქმეზე გამოძიება დაიწყო. დასკვნა 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. 

„მოწმეთა მიერ მედიით გავრცელებული განცხადებები გამოძიების შედეგად არ დადასტურდა,” – ნათქვამია ანგარიშში. ამის შემდეგ ლინდემანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველას მადლობას გიხდით, ვინც მიუკერძოებლად ელოდა გამოძიების დასრულებას.”

2024 წელს კი რამშტაინმა ვრცელი განცხადება გაავრცელა:

„შარშანდელი ზაფხულის შემდეგ აქტიურად გვიწევს ბენდის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან გამკლავება. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი უმეტესი ნაწილი უსაფუძვლო და გაზვიადებულია. ეს შინაგანი პროცესია, რომელიც ჩვენ კიდევ დიდხანს გაგვყვება. თითოეული ჩვენგანი თავისებურად განიცდის და განსხვავებულად უმკლავდება მას.”

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს მათი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. მათაც დიდი დარტყმა მიიღეს ამ ბრალდებებითა და მედიის ზეწოლით.”

ახლა კი ლინდემანმა „შპიგელის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რის შესახებაც მუსიკოსის იურიდიულმა ჯგუფმა განაცხადა. სარჩელის მიხედვით, გამოცემის მიერ გაშუქებული ამბავი შეიცავდა გაყალბებულ დოკუმენტებს და წარმოადგენდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმიტისა და ალიშა კისის სტუდიური ვიდეოკლიპი I’m Not the Only One

შემდეგი სტატია

ტიმოთი შალამე ფილმში A COMPLETE UNKNOWN

ტიმოთი შალამეს მონაწილეობით ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown შობას გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი