Days Before Rodeo-ს ხელახალი გამოცემის შემდეგ ტრევის სკოტი სიმღერის Drugs You Should Try It ვიდეოკლიპს აქვეყნებს

მუსიკოსმა ალბომის 10 წლის იუბილე კონცერტით აღნიშნა.

Drugs You Should Try It დიდი ხანია, რაც ტრევის სკოტის ფანების საყვარელი სიმღერაა და როგორც იქნა, გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ კომპოზიციას საკუთარი ვიდეოკლიპი აქვს. 

რამდენიმე დღის წინ ტრევის სკოტმა მისი 2014 წლის ალბომი Days Before Rodeo, 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ხელახლა გამოსცა. ახლა კი გულშემატკივარს ალბომის ბრილიანტად წოდებული სიმღერის, Drugs You Should Try It-ის ვიდეოკლიპიც წარუდგინა. 

ვიდეოკლიპი გარდაცვლილი დიზაინერის, ვირჯილ აბლოს მიერ შექმნილი ნეონის კოვბოის კადრით იწყება. ამგვარად ტრევის სკოტმა აბლოს ხსოვნას მიაგო პატივი.

22 აგვისტოს ტრევის სკოტმა ალბომ Days Before Rodeo-ს 10 წლის იუბილე კონცერტით აღნიშნა. არტისტმა ჩანაწერიდან თითქმის ყველა სიმღერა შეასრულა, მათ შორის Drugs You Should Try It. მან ასევე სცენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით რეპერი Quavo მოიწვია, რომელთან ერთადაც Sloppy Toppy იმღერა. 

Days Before Rodeo-ს ციფრული დელუქს ვერსია დამატებით ხუთ ახალ კომპოზიციას მოიცავს, რომელიც მანამდე არ გამოქვეყნებულა. სავარაუდოა, რომ ალბომი სექტემბრის პირველ კვირაში Billboard 200-ის ჩარტში დაწინაურდება. 

ნახეთ ვიდეოკლიპი Drugs You Should Try It: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ოაზისი” 2025 წლის საკონცერტო ტურნეთი ბრუნდება

შემდეგი სტატია

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი წინანდლის ფესტივალის შესახებ საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი