ნინი ბრეგვაძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა

Without Your Love საავტორო კომპოზიციაა, რომელიც ქართველმა მუსიკოსმა რამდენიმე წლის წინ დაწერა.
ნინი ბრეგვაძე
Without Your Love

ნინი ბრეგვაძე, ამერიკაში ცნობილი, როგორც ნინი აირისი, ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს. კომპოზიცია Without Your Love მუსიკოსმა რამდენიმე წლის წინ დაწერა, თუმცა აუდიტორიის წინაშე მისი წარდგენა ახლა გადაწყვიტა მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპთან ერთად, რომელზეც ქართულმა კრეატიულმა სტუდიამ A Vivre Sa Vie იმუშავა.

ნინი ბრეგვაძე:

„ეს სიმღერა დაახლოებით 5 წლის წინ დავწერე და აქამდე თაროზე მქონდა შემოდებული, რადგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა ფროდაქშენისთვის. ბოლოს კი მივუბრუნდი, რაღაც მოდიფიკაციები გავუკეთე და გადავწყვიტე, რომ ტრეკს დღის სინათლე ენახა. 

სიმღერა არის გულისტკენაზე – როცა ადამიანი შემოდის შენს ცხოვრებაში და რაღაც ისეთს გაგრძნობინებს, რაც გგონია, რომ აღარასდროს განმეორდება. ამ ყველაფერს ისეთი გულწრფელობით აკეთებს, რომ შენ ვერ ხვდები, რომ შეიძლება ტყუოდეს. შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით ანადგურებს ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილა. მერე მოდის ეს ემოციები, რასაც გრძნობ: გულისტკენა, სიბრაზე… ალბათ უფრო სიბრაზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეს კითხვის ნიშნები: რა მოხდა საერთოდ და რა იყო ეს?!

სიმღერის ფროდაქშენზე ვიმუშავეთ მე და ჩემმა გიტარისტმა და მეგობარმა კრის რეფანომ. რაც შეეხება ვიდეოკლიპს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ფროდაქშენ ჯგუფს A Vivre Sa Vie. ამ ადამიანებმა ზუსტად აღწერეს და გამოხატეს კლიპში ის, რისი თქმაც ამ სიმღერით მინდოდა. იმედი მაქვს, ყველას მოგეწონებათ ჩემი ახალი ნამუშევარი.”

ცოტა ხნის წინ ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშზე 70 000 მაყურებლის წინაშე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა. მანამდე კი მომღერალმა მსმენელს თავისი პირველი ქართულენოვანი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარუდგინა. „ძალა დამელია დარდით” ნინი ბრეგვაძემ საქართველოს მიუძღვნა. „გადავწყვიტე, ეს სიმღერა მიმეძღვნა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს და მენატრება,“ – უთხრა მომღერალმა Billboard საქართველოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე Anthony Harvey/Getty Images

ბრიტნი სპირსი ბიოგრაფიულ ფილმს არ იღებს, თუმცა შესაძლოა ის ფანტასტიკური ჟანრის მიუზიკლში ვიხილოთ

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს ახალ კლიპში ფილმ „მიმინოს” კადრია გაცოცხლებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი