ექვსწლიანი პაუზის შემდეგ შადეს პირველი ახალი სიმღერა შევა ალბომში, რომელიც ტრანსგენდერთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

კომპოზიცია მომღერლის ტრანსგენდერ ვაჟს, ისააკს ეძღვნება.
შადე
Tim Mosenfelder/Getty Images

ექვსი წლის შემდეგ შადე პირველ ახალ სიმღერას გამოსცემს. კომპოზიცია სახელწოდებით Young Lion შევა ალბომში Transa, რომელსაც ორგანიზაცია Red Hot  ტრანსგენდერთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამოსცემს. ალბომში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი მუსიკოსი, მათ შორის არიან შადე, სემ სმითი, ართურ ბეიკერი, ლორა ჯეინ გრეისი, ჯულიენ ბეიკერი და სხვები. Transa 22 ნოემბერს გამოვა. 

შადეს ბოლო სინგლები 2018 წელს გამოვიდა: Flower of the Universe და The Big Unknown. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ კი ახალი სიმღერა მომღერალმა თავის ვაჟს, ისააკს მიუძღვნა, რომელიც თავს ტრანსგენდერ მამაკაცად მიიჩნევს. 

The New York Times-ის აღწერით, კომპოზიციის ტექსტი „ემპათიითა და სინანულით არის გაჟღენთილი.” ტრანსგენდერი მუსიკოსი და აქტივისტი მასიმა ბელი კი Times-თან ინტერვიუში ამბობს: „საოცარია, ისეთი ლეგენდარული მუსიკოსისგან, როგორიც შადეა, მოსმენა თავისი ემოციური გამოცდილებისა, როგორც ტრანსგენდერი შვილის მშობელი.”

ალბომი, რომელშიც შევა ახალი კომპოზიციები, ქავერები და ექსკლუზიური სიმღერები, მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას. სამსაათნახევრიანი ალბომი რვა ნაწილადაა დაყოფილი, როგორც სიმბოლო პრაიდის დროშაზე გამოსახული ცისარტყელას რვა ზოლისა. 

პროექტი აღწერილია, როგორც „სულიერი მოგზაურობა 8 თავსა და 46 სიმღერაში, რომელიც წარმოაჩენს ძალიან გამბედავ და დიდი წარმოსახვის მქონე ტრანსგენდერ და არაბინარულ არტისტებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ მოკავშირეებთან ერთად, როგორებიც არიან შადე, სემ სმითი და ბევრი სხვა.”

„ტრანსგენდერი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა დროსა და კულტურაში – ხშირად, როგორც სულიერი მკურნალები და ლიდერები. ის მოგზაურობა კი, რაც მათ გამოიარეს, შესაძლებლობების მაგალითს წარმოადგენს,” – ვკითხულობთ Transa-ს აღწერაში. 

უკვე გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი – „პრინცის”  I Would Die 4 U-ს ქავერი, რომელსაც ლორენ ოდელი და Prince & the Revolution-ის ყოფილი წევრები ვენდი და ლიზა ასრულებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი Evan Paterakis

ჯასტინ ბიბერი და Mk.gee ახალ სიმღერაზე მუშაობენ

შემდეგი სტატია

Საბრინა კარპენტერი Espresso Courtesy Photo

საბრინა კარპენტერის სიმღერა Espresso ბილბორდის 2024 წლის ზაფხულის გლობალურ სიმღერებში პირველ ადგილზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი