კრის კრისტოფერსონი, ქანთრის ლეგენდარული კომპოზიტორი და მსახიობი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

კრისტოფერსონს ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Sunday Mornin’ Comin’ Down, Help Me Make It Through the Night, For the Good Times და Me and Bobby McGee.
კრის კრისტოფერსონი
Rick Diamond/Getty Images

კრის კრისტოფერსონი, ქანთრი მუსიკის სუპერვარსკვლავი და A-კლასის ჰოლივუდის მსახიობი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთებში კრისტოფერსონი ჰავაიზე, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. 

კრისტოფერსონის კარიერა 1960-იან წლებში ტეხასში დაიწყო. მან შექმნა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა Sunday Mornin’ Comin’ Down, Help Me Make It Through the Night, For the Good Times და Me and Bobby McGee. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მომღერალი იყო, მისი სიმღერების უმეტესობა სხვისი შესრულებით გაჰიტდა. ესენია: Me and Bobby McGee ჯენის ჯოპლინის შესრულებით, რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე მოხვდა, Sunday Mornin’ Comin’ Down ჯონი ქეშის შესრულებით, For the Good Times რეი პრინსის შესრულებით და Help Me Make It Through the Night სემი სმითის შესრულებით. 

კრისტოფერსონს წარმატებული სამსახიობო კარიერაც ჰქონდა. მას განსახიერებული აქვს როლები მარტინ სკორსეზეს ფილმში Alice Doesn’t Live Here Anymore, „მარველის” Blade-ში და ფილმში A Star Is Born, სადაც პარტნიორობას ბარბრა სტრეიზანდს უწევდა.

1973 წელს კრისტოფერსონი ახალგაზრდა ავტორზე, რიტა კულიჯზე დაქორწინდა. მათ წარმატებული დუეტი შექმნეს და ორი გრემიც მოიპოვეს. 1980 წელს წყვილი განქორწინდა. 

კრისტოფერსონმა მუსიკალური კარიერა 2021 წელს დაასრულა. მას შემდეგ ის სცენაზე იშვიათად ჩნდებოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სახლი, რომელშიც Purple Rain გადაიღეს, Airbnb-ზე ქირავდება

შემდეგი სტატია

მამაკაცმა ტეილორ სვიფტის მიერ ხელმოწერილი გიტარა აუქციონზე მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ გაენადგურებინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი