შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

პროგრამა „ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან” პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

16 და 17 ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს პროგრამას „ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან.” ღონისძიებების სერია პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართება და მიეძღვნება ლეგენდარული პოლონელი რეჟისორის, მე-20 საუკუნის თეატრის რეფორმატორის, ეჟი გროტოვსკის გარდაცვალებიდან 25 წლის თავს. 

პროგრამა მოიცავს გროტოვსკის შემოქმედებისა და მისი სახელობის ინსტიტუტის მუშაობისადმი მიძღვნილ ლექციებს. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება ლეგენდარულ რეჟისორზე შექმნილი დოკუმენტური ფილმები: „წერილი ოპოლედან“ (რეჟისორი – მაიკლ ელსტერი) და „ეჟი გროტოვსკისთან ერთად: ნიენადოვკა 1980“ (რეჟისორი ჯილ გოდმილოუ), ასევე თავად გროტოვსკის ორი ლეგენდარული სპექტაკლის ჩანაწერი: მე-20 საუკუნის თეატრის ერთ-ერთ კანონიკურ შედევრად და „ღარიბი თეატრის” პრინციპების მანიფესტაციად მიჩნეული სპექტაკლი „აკროპოლისი“ და გროტოვსკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „უდრეკი პრინცი“, რომელიც მე-17 საუკუნის ესპანელი დრამატურგის, კალდერონის სამმოქმედებიანი დრამის უჩვეულო პოლონურ თარგმანს ეფუძნება. 

ეჟი გროტოვსკის სპექტაკლი „უდრეკი პრინცი“
ფოტო: გროტოვსკის ინსტიტუტის არქივი

რაც შეეხება მომხსენებლებს, ლექციებს წაიკითხავენ: გროტოვსკის ინსტიტუტის საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელი, თეატროლოგი მონიკა ბლიგე; იაგელონის უნივერსიტეტის თეატრისა და დრამის დეპარტამენტის პროფესორი ტადეუშ კორნაში, რომლის კვლევის საგანიც ძირითადად მე-20 საუკუნის თეატრისა და დრამის ისტორიაა; და თეატრის ისტორიკოსი ვანდა შვიონტკოვსკა, რომელიც იკვლევს შექსპირის პიესების ინტერპრეტაციას პოლონეთში, Reduta-სა და გროტოვსკის თეატრალური ლაბორატორიის ისტორიასა და იულიუშ ოსტერვას მემკვიდრეობას.

ლექციები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (რუსთაველის გამზირი 19). სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება კი – მეორე კორპუსში (აღმაშენებლის გამზირი 40). დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან.

იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზა ყენია გრემის ნომინანტთა განსახილველ სიაშია 

შემდეგი სტატია

will kolak-ის ახალი სიმღერა „მლიქვნელს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დავით საყვარელიძე და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი

საერთაშორისო პროექტების ფარგლებში რეჟისორ დავით საყვარელიძის სამუშაო პროცესს ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი დაესწრო

რეჟისორ დავით საყვარელიძის მიერ აღმოსავლურ თემატიკაზე შექმნილი საბავშვო სპექტაკლის პრემიერა 20 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების, გამო პრემიერა იანვრისთვის გადაიდო.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი