ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი TYGA თბილისს ეწვევა

24 ნოემბერს TYGA „ადამი და ევას“ განახლებულ სცენაზე წარდგება
Tyga 2018 წლის 30 აგვისტო Beauty & Essex, ლოს ანჯელესი სამი დრასინი
Tyga 2018 წლის 30 აგვისტო Beauty & Essex, ლოს ანჯელესი
სამი დრასინი

ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის,  TYGA-ს ნამდვილი სახელი მაიკლ რეი სტივენსონია. არტისტმა უნიკალური სტილით და შესრულების მანერით მალევე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. მის წარმატებას ხელი შეუწყო კოლაბორაციებმა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, Drake, Offset, ნიკი მინაჟი და ჯასტინ ბიბერი.

TYGA-ს პირველი დამოუკიდებელი ალბომი, No Introduction, 2008 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც არტისტი ლეიბლ Young Money Entertainment-ს შეუერთდა.

TYGA-მ ფართო აღიარება მოიპოვა ჰიტებით Rack City, Faded, Make It Nasty, Taste  და Dip, რომელშიც ნათლად ჩანს მისი ჰიპ-ჰოპის უნიკალური სტილი. 2012 წელს გამოსულმა ალბომმა Careless World: Rise of the Last King არტისტის მუსიკალურ კარიერაში გარდამტეხი როლი შეასრულა და მუსიკოსს ფართო აღიარება მოუპოვა. 

TYGA-ს ვიდეო-კლიპები  ცნობილია თამამი ვიზუალით, მკვეთრი ფერებით და კრეატიული თემატიკით, რაც ჰიპ-ჰოპ მიმდინარეობაში მის სტილს ხაზს უსვამს.

TYGA-ს კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული: 2011 წელს არტისტი საუკეთესო რეპ-ვოკალური თანამშრომლობისთვის კრის ბრაუნთან და კევინ მაკკოლთან ერთად ნომინირებული იყო „გრემიზე“ სიმღერისთვის Deuces. 2015 წელს BET Awards-ზე TYGA ნომინირებული იყო წლის საუკეთესო ვიდეო-კლიპისთვის (Loyal) და საუკეთესო კოლაბორაციისთვის. მისი მუსიკალური ვიდეოები განსაკუთრებული კრეატიულობით და შესრულებით აღინიშნა MTV Video Music Award-ის დაჯილდოებაზე.

TYGA-ს ალბომი Careless World: Rise of the Last King (2012) ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის პლატინის სერტიფიკატის მფლობელია და ბილბორდ 200-ზე მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა. 2015 წელს კრის ბრაუნთან ჩაწერილი დუეტი სახელწოდებით Ayo ბილბორდ 100-ში მერვე ადგილზე გავიდა და ამერიკის ინდუსტრიის ასოციაციის ბრილიანტის სერტიფიკატი მიენიჭა. 

24 ნოემბერს ჰიპ-ჰოპ არტისტი თბილისში,  „ადამი და ევას“  განახლებულ სივრცეში წარდგება, ბილეთების შეძენა ამ შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში გაჟღერდება, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს

შემდეგი სტატია

კარნეგი-ჰოლში გიორგი გიგაშვილის კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი