მადონა გულშემატკივრების აზრით ინტერესდება და კითხულობს,  მისი ბიოგრაფია სერიალის სახით გამოვიდეს თუ ფილმის  

2023 წელს Universal Pictures-ში მადონას ბიოგრაფიული ფილმის გადაღებები მუსიკოსის გლობალური ტურნეს, Celebration-ის გამო შეჩერდა.
მადონა, Celebration-ის გლონალურ, 2023 წლის 15 ოქტომბერი კევინ მაზური/WireImage Live Nation
მადონა, Celebration-ის გლონალურ, 2023 წლის 15 ოქტომბერი
კევინ მაზური/WireImage Live Nation

2023 წელს Universal Pictures-ში მადონას ბიოგრაფიული ფილმის გადაღებები მუსიკოსის გლობალური ტურნეს, Celebration-ის გამო შეჩერდა.

პოპ-მუსიკის დედოფალმა ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა აზრი შეიცვალოს. 18 ნოემბერს მადონამ ინსტაგრამზე ბოლოდროინდელი სელფი ფოტოები გამოაქვეყნა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც ფილმის გადაღების პროცესში შეემთხვა.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ვიყავი.  ვუსმენდი პროდიუსერებს და აგენტებს, რომლებიც მიხსნიდნენ, თუ რატომ ვერ გადავიღებდი ჩემს ფილმს, რომელზეც ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი.  „შეამცირე, დააპატარავე, იფიქრე უფრო მცირე მასშტაბებზე“, – მეუბნებოდნენ ისინი და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექი. ამ გამოცდილებამ და შემოქმედებით გუნდთან ურთიერთობამ საშუალება მომცა ჩარჩოებს მიღმა მეფიქრა. მე არ მქონია ნორმალური ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებ ამის ჩვეულებრივი გზით გაკეთებას.” – წერს მადონა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავი შევზღუდოთ ან შევამციროთ, თუ ცხოვრებაში რაიმე ძალიან გსურთ, გჯეროდეთ, რომ მის მიღებაში მთელი სამყარო დაგეხმარებათ.” – ამატებს პოპის დედოფალი. პოსტის დასასრულს  მადონა გულშემატკივრების აზრით ინტერესდება. „ჩემი ცხოვრების ისტორია სერიალად ვაქციო თუ სრულმეტრაჟიან ფილმად?“ კითხულობს მომღერალი, სადაც გულშემატკივრების დიდი ნაწილი მის აზრს იწონებს და სთავაზობს, მრავალეპიზოდიანი სერიალი გადაიღოს.

მადონას ბიოგრაფიული ფილმის გადაღება 2020 წელს დაანონსდა და საფუძვლად მას მუსიკოსის ცხოვრება და კარიერა უნდა დაედოს. გავრცელებული ინფორმაციით, მადონას როლის თამაში მსახიობ ჯულია გარნერს შესთავაზეს, თუმცა 2023 წელს ბიოგრაფიული ფილმის წარმოება Universal Pictures-ში მადონას გლობალური Celebration ტურნეს გამო შეჩერდა. 

2024 წლის ივლისში ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა კვლავ განახლდა. მადონამ ივლისში ინსტაგრამზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ფილმის სცენარის წერის პროცესშია გადაღებული. სცენარი სათაურით Who’s That Girl, 1987 წლის ფილმსა და ამავე სახელწოდების სიმღერას ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ბუნდოვანია, ჩანაწერებზე შენიშვნებია, რაც რედაქტირების პროცესზე მიგვანიშნებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Bee Gees - ლონდონი, 1067 წელი. ბენდის წევრები მარცხნიდან: კოლინ პეტერსენი, ბარი გიბი, ვინს მელუნი, მორის გიბი და რობინ გიბი. ივან კიმანი/Redferns

Bee Gees-ის დრამერი კოლინ პეტერსენი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Beatles ’64 – ნახეთ მარტინ სკორსეზეს პროდიუსერობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

ფილმი, სახელწოდებით New Years Rev, რომელიც Green Day-ის პირველი ტურნეთია (Tour Van) შთაგონებული, ამჟამად გადაღებების პროცესშია.
მეტი

ბრედ პიტის გეგმები ჯეფ ბაკლის ბიოგრაფიული ფილმისთვის მუსიკოსის დედამ ჩაშალა

„ჩვენ უნდა შეგიღებოთ თმა, გაგიკეთოთ ყავისფერი კონტაქტური ლინზები ლურჯ თვალებზე, პირი უნდა გააღო და იქიდან ჯეფის ხმა ამოვიდეს?”
მეტი

არიანა გრანდე ოსკარის ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი

ვარსკვლავის თქმით პირველი ოსკარის ნომინაციას ის პატარა არიანას მიუძღვნის
მეტი
დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

ინტერვიუს დროს მზის სათვალით, ლუდით და სიგარით ხელში Kid Rock-მა ახალი პრეზიდენტის მისამართით დადებითად ისაუბრა
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი