Diddy-ს შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა – ნახეთ ტრეილერი

90-წუთიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა Peacock-ზე 14 იანვარს შედგება.
Diddy: The Making of a Bad Boy – ოფიციალური ტრეილერი
Peacock

მაისში შონ კომბსის, იგივე Diddy-ს გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყება. იქამდე კომბსი პატიმრობაში დარჩება, თუმცა მისმა გარემოცვამ დუმილი უკვე დაარღვია.  

სტრიმინგ სერვისმა Peacock 2 იანვარს დოკუმენტური ფილმის – Diddy: The Rise of a Bad Boy-ის ტრეილერი გაავრცელა. ფილმი ასახავს არტისტის კარიერული წარმატებისაკენ მიმავალ გზას, ყურადღების ცენტრში გატარებულ წლებს და ბოლო პერიოდში სექსუალური ძალადობის ბრალდებებს.  

90-წუთიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა Peacock-ზე 14 იანვარს შედგება. ფილმში მონაწილეობს მომღერალი Al B. Sure!, რომელიც შონ კომბსის დაპატიმრების შემდეგ პირველ ინტერვიუში საკუთარ პოზიციას აჟღერებს.  

დოკუმენტურ ფილმში ასევე ჩნდებიან Diddy-სთან სავარაუდო დაახლოებული პირები: ყოფილი თანამშრომლები, მისი დაცვის წევრი, ბავშვობის მეგობარი და Making The Band-ის შოუს გამარჯვებული.  

ტრეილერში ერთი ანონიმური ხმაც ისმის: „მე შონთან საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდი და ბევრ რამეს შევესწარი. როცა სტუდია ან სხვა ოთახი წითლად ნათდებოდა, ეს ყოველთვის სექსს უკავშირდებოდა. იმ გოგონებიდან, ვინც იქ იყვნენ, ზოგიერთი ნამდვილად არასრულწლოვანი იყო.“  

ეს არის პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს მიმართ დაწყებულ სკანდალს და სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ეხება. მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე მსგავსი დოკუმენტური ნამუშევარი გამოვა. მათ შორის ერთი, რაც უკვე დაანონსებულია, 50 Cent-ის პროდიუსერობით მზადდება.  

შონ კომბსი 2024 წლის სექტემბერში ფედერალურმა ბიურომ სექსუალური ექსპლუატაციისა და რეკეტის ბრალდებებით დააკავეს. მას შემდეგ კომბსი პატიმრობაში რჩება, რადგან სასამართლომ გირაოს მოთხოვნა რამდენჯერმე უარყო. რეპერი ბრუკლინში მდებარე დაწესებულებაში დარჩება სასამართლო პროცესის დაწყებამდე, რომელიც მაისში გაიმართება. კომბსის წინააღმდეგ ასევე შეტანილია მრავალი სამოქალაქო სარჩელიც, რომლებიც მისი მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება.  

იხილეთ ტრეილერი დოკუმენტური ფილმისა – Diddy: The Rise of a Bad Boy, რომელიც Peacock-ზე 14 იანვარს გამოჩნდება: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშის Birds of a Feather სტრიმინგ სერვის Spotify-ზე 2024 წლის ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერა გახდა

შემდეგი სტატია

მუსიკით გამოხატული პროტესტი

მუსიკით გამოხატული პროტესტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი