„ემილია პერესი”, Shōgun, Wicked და 2025 წლის ოქროს გლობუსის სხვა გამარჯვებულები

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი Wicked გახდა. შარშან ეს ჯილდო „ბარბის” გადაეცა.
კარლა სოფია გასკონი და „ემილია პერესის” დასი 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე
Rich Polk/GG2025/Penske Media via Getty Images

„ემილია პერესი” 2025 წლის ოქროს გლობუსის მთავარი გამარჯვებული გახდა. ფილმმა ჯამში ოთხი ჯილდო დაიმსახურა: საუკეთესო ფილმი, დრამა; საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი; ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – El Mal და ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი – ზოი სალდანა. 

Shōgun კი სატელევიზიო მიმართულების მთავარი გამარჯვებული გახდა ასევე ოთხი ჯილდოთი: გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო სატელევიზიო სერიალი, დრამა და მიიღო სამი საშემსრულებლო ჯილდო მსახიობებისთვის ანა სავაი, ჰიროუკი სანადა და ტადანობუ ასანო.

ოქროს გლობუსის 82-ე დაჯილდოების ცერემონია კვირას ბევერლი ჰილსში შედგა. 

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი Wicked გახდა. შარშან, ნომინაციის სადებიუტო წელს, ეს ჯილდო „ბარბის” ხვდა წილად, რის შემდეგაც ფილმმა ოსკარის რვა ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ფილმის. წლევანდელი ოსკარის ნომინაციები 17 იანვარს გახდება ცნობილი. რაც შეეხება Wicked-სა და „ბარბის”, ორივე ფილმის საუნდტრეკი Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა Wicked-ს აქვს შანსი, პირველ ადგილსაც მიაღწიოს. 

ფილმის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა გაიმარჯვეს ფილმისთვის Challengers. ეს ამ კატეგორიაში მათი მესამე გამარჯვებაა The Social Network-ისა (2011) და Soul-ის (2021) შემდეგ. 

დემი მური თავისი პირველი ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში – ფილმისთვის The Substance. 34 წელი გავიდა, რაც მსახიობი პირველად წარადგინეს ამავე კატეგორიაში ფილმისთვის Ghost.

ალი ვონგს გადაეცა ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო სტენდ-აპ კომედიაში „ნეტფლიქსის” პროგრამისთვის Ali Wong: Single Lady. ეს გადაწყვეტილება დამსწრე საზოგადოებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან ბევრი ელოდა, რომ ნომინაციის გამარჯვებული ღონისძიების წამყვანი ნიკი გლეიზერი გახდებოდა – HBO/Max-ის პროგრამისთვის Nikki Glaser: Someday You’ll Die.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი Flow გახდა, რომელმაც ამ კატეგორიაში დაამარცხა The Wild Robot, ასევე Inside Out-ისა და „მოანას” სიქველები. 

დაჯილდოების ცერემონიას ყველა გამარჯვებული ესწრებოდა, The Bear-ის ვარსკვლავის, ჯერემი ალენ უაიტის გარდა, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში – მიუზიკლი ან კომედია.  

ოქროს გლობუსს Dick Clark Productions წარმოადგენს. მისი მფლობელი კი Penske Media Corporation-ია, რომელიც ასევე Billboard-ის მშობელი კომპანიაა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ოქროს გლობუსი“ 2025-ის გამარჯვებულები ცნობილია

შემდეგი სტატია

2025 წლის ოქროს გლობუსის წამყვანმა, ნიკი გლეიზერმა მონოლოგისას Diddy-ს წვეულებებზე იხუმრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი