SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage
SZA – 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე
ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.

SZA-მ პროექტ Lana-ს გამოშვების შემდეგ ახალი მუსიკალური გეგმები გაამჟღავნა. მომღერალმა თქვა, რომ ეს, შესაძლოა, რეკორდ ლეიბლთან არსებული კონტრაქტის მოთხოვნების შესასრულებლად იყოს გამიზნული.

მომღერალმა ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი 4 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი შემდეგი ორი ალბომი, შესაძლოა, საბავშვო თემატიკის მატარებელი იყოს. „ჩემი ბოლო ორი ალბომის შექმნისა და არსებული მოთხოვნების შესასრულებლად, უბრალოდ მინდა, მშვიდი, საბავშვო მუსიკა შევქმნა და აქედან წავიდე. შემდეგი მოგზაურობა და შემოქმედება დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის იქნება განკუთვნილი”, – აღნიშნა SZA-მ.

კონტრაქტული ვალდებულებების შესასრულებლად ალბომების ჩაწერა მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი არ არის, თუმცა რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სერიოზულად აღნიშნა ეს SZA-მ. 

1986 წელს ცნობილმა ირლანდიელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა ვენ მორისონმა ლეგენდარული ალბომის, Astral Weeks-ის გამოცემამდე ლეიბლ Bang Records-თან სავალდებულო კონტრაქტის გათვალისწინებით 36 ტრეკი ჩაწერა. ტრეკების გამოცემით მუსიკოსს საშუალება ეძლეოდა ლეიბლისგან თავი დაეღწია, თუმცა სიმღერები სენდვიჩების და სხვა მსგავსი თემების შესახე იმდენად აბსრუდულად მიიჩნიეს, რომ ოფიციალურად 2017 წლამდე არ გამოქვეყნებულა.

მეორე ცნობილი ფაქტი ამ თემასთან დაკავშირებით 1977 წელს მოხდა, როდესაც მარვინ გეისა და ანა გორდი გეის განქორწინება მწვავე ფაზაში შევიდა. სამართლებრივი პროცესის ფარგლებში მარვინ გეის ადვოკატმა  შეთანხმება დადო, რომ მისი ყოფილი ცოლი  მომდევნო ალბომის ავტორიზებული შემოსავლებიდან  50%-ს მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი თავდაპირველად  სწრაფი ალბომის შექმნას აპირებდა, სადაც  ღირებული არაფერი იქნებოდა, ის მომღერლის დისკოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად არის აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად  წარმატებული არ ყოფილა. 

ამჟამად SZA-ს დისკოგრაფიაში ორი სტუდიური ალბომი შედის – მათ შორის 2017 წლის Ctrl და 2022 წლის SOS, რომელიც  ბილბორდ 200-ის ალბომების ჩარტშია შესრული. 

SOS-ის დელუქს ვერსია, სახელწოდებით Lana,  20 დეკემბერს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ალბომმა ბილბორდ 200-ში 12 კვირა დაყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წლის ოქროს გლობუსის წამყვანმა, ნიკი გლეიზერმა მონოლოგისას Diddy-ს წვეულებებზე იხუმრა

შემდეგი სტატია

Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

will kolak Mad Cool Festival-ის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ

გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ Dune-ის ვარსკვლავი 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დიდი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა.
მეტი

რუსთავში საპროტესტო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Process,4D Monster Lobsters, ნიკა ჩოხელი, Outsider, Mechanical Rainbow, Killages, „მწვანე ოთახი“, „გამოუვალი მდგომარეობა“, ჯგუფი „ყველა“ და ნინო ქათამაძე.
მეტი

სელენა გომესი პალმ სპრინგში გამართულ ღონისძიებებზე კონტრასტული იმიჯით წარდგა

გომესმა 2025 წლის პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ემილია პერესის“ მსახიობებთან და ფილმის რეჟისორთან ერთად Vanguard Award-ის ჯილდო მიიღო.
მეტი
ლიზი გოზალიშვილი CHAOS ფოტო: სანდრა შტაინი

ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი CHAOS 7 თებერვალს გამოვა

„ამ სიმღერით ჩემს დიდი ხნის დაგროვებულ სათქმელს ვიტყვი და მეც, მრავალ ათას ქართველთან ერთად, ჩემს პროტესტს გამოვხატავ.” - ლიზი გოზალიშვილი
მეტი

ნოდარიკო ხუციშვილის და მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი

მუსიკოსების მხარდასაჭერი კონცერტი „ილიას ბაღში” 6 იანვარს გაიმართება, სადაც ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად კატო კვარაცხელია, ნიკალა და ნინი ნუცუბიძე წარდგებიან
მეტი