არიანა გრანდე, ბილი აილიში და სხვა ვარსკვლავები ლოს-ანჯელესში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ეხმიანებიან

ცნობილი ადამიანები საკუთარ პლატფორმებს იყენებენ, რათა ათიათასობით დაზარალებულ მაცხოვრებელს საჭირო რესურსებზე მიაწოდონ ინფორმაცია.

ლოს-ანჯელესში ძლიერი ხანძრის რამდენიმე კერა სწრაფად ვრცელდება. Associated Press-ის ინფორმაციით, დასავლეთ მხარეს გაჩენილი ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელია. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ამ დროისათვის უკვე 30,000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ამავდროულად, აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ბოლო დღეში სტიქიის მასშტაბი გაორმაგდა. 

ცნობილი პერსონები საკუთარ პლატფორმებს იყენებენ, რათა ათიათასობით დაზარალებულ მაცხოვრებელს საჭირო რესურსებზე მიაწოდონ ინფორმაცია. არიანა გრანდე ტრაგედიას ინსტაგრამის ე.წ. Story-ში გამოეხმაურა: „გული მტკივა ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ლოს-ანჯელესის დამანგრეველი ხანძრის შედეგად დაზარალდა,“ – წერს ვარსკვლავი და იმ ორგანიზაციების სიას აზიარებს, რომლებიც დაზარალებულების დახმარებაზე არიან ფოკუსირებულები. LAFD Foundation, California Community Foundation და Mutual AID LA Network – ეს ის სამი ორგანიზაციაა, რომელთა ბმულები არიანა გრანდემ გააზიარა. მან ასევე გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა, რომელშიც ევაკუაციის და ცხოველთა თავშესაფრების სიაა მოცემული. იგივე პოსტი ინსტაგრამის Story-ში The Weeknd-მაც გააზიარა.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ბილი აილიშიც. „რაც ახლა ლოს-ანჯელესში ხდება, ძალიან საშიში და დამანგრეველია,” – დაწერა არტისტმა და ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ბმული გააზიარა.

შონ მენდესმა დახმარების სამსახურების იგივე ბმულები გააზიარა და დაამატა: „ვწუხვარ მათ გამო, ვინც სახლი დაკარგა. ვერ გადმოვცემ, როგორ მტკივა გული.” ვანესა ჰაჯენსმა გულშემატკივრებს მოუწოდა, თვალყური ადევნონ ევაკუაციის ზონებს. „ეს ყველაფერი ძალიან საშიშია. გული მწყდება ყველა დაზარალებულზე. მადლობა ყველა მეხანძრეს, ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავს,” – წერს ჰაჯენსი.

სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს პერის ჰილტონიც. ჰილტონი ერთ-ერთი ცნობილი ადამიანია, რომლის სახლი ხანძარმა გაანადგურა. ვარსკვლავის თქმით, ის ლოცულობს ლოს-ანჯელესისა და კალიფორნიისთვის და აზიარებს ინფოგრაფიკას, რომელშიც მოცემულია ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: American Red Cross, Baby2Baby, Calfund Wildfire Recovery Fund, California Fire Foundation Wildfire და Disaster Relief Fund, LA Food Bank და Watch Duty.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Eurythmics-ის კლიპმა Sweet Dreams (Are Made of This), YouTube-ზე ერთ მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომ გამოსულ ახალ სიმღერას

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შოუს ფინალურ ნაწილში დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა.
მეტი