The White Stripes ალბომ Get Behind Me Satan-ის ოცი წლის იუბილეს ახალი გამოცემით აღნიშნავს

„ოცი წელი გავიდა და ალბომი მაინც გამოირჩევა თავისი ცოცხალი და მარადიული ჟღერადობით,” – ვკითხულობთ ჯეკ უაიტის Third Man Records-ის განცხადებაში.
The White Stripes 2007 წელს
Stephen Lovekin/WireImage

საკულტო ალბომის, Get Behind Me Satan-ის გამოცემიდან 20 წლის შემდეგ The White Stripes მის საიუბილეო გამოცემას Get Behind Me Satan XX-ს გამოუშვებს. საიუბილეო ნაკრებს ჯეკ უაიტის ხმის ჩამწერი ლეიბლი Third Man Records გამოსცემს. 

„ალბომს ყველაზე ზუსტად თავად ჯეკ უაიტის სიტყვები აღწერს – სიმართლეზე ფოკუსირებული,” – ნათქვამია Third Man Records-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ოცი წელი გავიდა და ის მაინც გამოირჩევა თავისი ცოცხალი და მარადიულ ჟღერადობით. კომერციული წარმატების პირისპირ, არც ერთ თანამედროვე როკბენდს არ ჰყოფნია გამბედაობა, თავის არსენალში მანდოლინა, ტიმპანი, ხელის ზარები და მარიმბა შეეტანა და მარტო გამგზავრებულიყო ცენტრალური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ტურებში. White Stripes უნიკალური იყო. ისინი არავის ჰგავდნენ. ხოლო ის, რაც ახლა განსაკუთრებით მომხიბვლელია, არის ის განსხვავებული ძაფები, რომლებიც შეერთდა და Satan ასეთი ცოცხალი გახადა.”

ახალი პროექტის პირველი დისკში ალბომის აქამდე გამოუქვეყნებელი დემოები შევა. მეორე დისკი კი მოიცავს ასევე გამოუქვეყნებელ ლაივ ჩანაწერებს ალბომის 2005 წლის ტურნედან. ნაკრებს მოჰყვება DVD დისკიც, რომელზეც White Stripes-ის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტურნეს ვიდეომასალაა ჩაწერილი. 

„მინი კამერითა და სრული თავისუფლებით აღჭურვილი დევიდ ჯეიმს სვანსონი White Stripes-თან ერთად იმყოფებოდა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის 2005 წლის ტურნეში,” – წერს Third Man Records. „საუნდჩეკი, გავეშებული ფანების სიმღერა – ეს ყველაფერი აღბეჭდილია. მაშინ, როცა ზედმეტად გრანდიოზული იქნებოდა, ამ მასალისთვის „ფილმი” გვეწოდებინა, სიქვენსების ეს ნაკრები, რომლებიც აქა-იქ არის გადაღებული, არის გამოძახილი იმ უნიკალური და ქაოსური დროისა, რომელშიც White Stripes იმ პერიოდში ცხოვრობდა.”

2005 წელს გამოცემული White Stripes-ის მეხუთე ალბომი Get Behind Me Satan მესამე ადგილზე გავიდა Billboard 200-ში, მომდევნო წელს კი გრემის მფლობელი გახდა საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მენდი მური აზიარებს ფოტოებს, რომლებზეც ხანძრისგან დაზიანებული მისი საცხოვრებელი ჩანს

შემდეგი სტატია

Ye და Ty Dolla $ign ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი