ანუკა ყიფშიძე საერთაშორისო ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის მონაწილეა

პროექტის დასკვნითი ნაწილი კონცერტია, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი მუსიკა ახალი აუდიტორიის წინაშე წარადგინონ.
ანუკა ყიფშიძე
ფოტო: ნიკა ერგემლიძე

ანუკა ყიფშიძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის, Sesame-ს მონაწილეა. პროექტის ფარგლებში არტისტი რუმინეთში გამართულ კონცერტზე მსმენელების წინაშე წარდგება.

Sesame მუსიკალური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების შეკრებას და შემოქმედებით დაახლოებას. პროექტი მოიცავს ვორქშოპებს, სადაც მუსიკოსები ერთმანეთს შემოქმედებით ხედვას, იდეებს და გამოცდილებას უზიარებენ და ერთობლივ ნამუშევრებს ქმნიან. პროექტის დასკვნითი ნაწილი კონცერტია, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი მუსიკა ახალი აუდიტორიის წინაშე წარადგინონ.

ანუკა ყიფშიძე:

„პროექტის დასკვნითი ნაწილი კონცერტს ეთმობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოვდივარ აუდიტორიის წინაშე. დავუკრავ ბევრ ისეთ ნამუშევარს, რომელიც ქართველი მსმენელისთვის უკვე ნაცნობია. ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, საინტერესო გამოწვევაა ის, რომ წარმოდგენისას გაჟღერდება ქართული ენა, რაც ამ აუდიტორიისთვის უცხო იქნება. ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმოვადგენ.“

Sesame ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკას მოიცავს. ანუკა ყიფშიძის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომ ის მუსიკოსებს ე.წ. ნეთვორქინგის შესაძლებლობებს აძლევს და მათ მუსიკას აცნობს იმ ადამიანებს, ვისთანაც მომავალში კონცერტებისა თუ სხვადასხვა მუსიკალური პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობაა შესაძლებელი.

ანუკა ყიფშიძის, როგორც სოლო არტისტის დებიუტი 2024 წლის აპრილში შედგა, როდესაც მან ალბომი Ma Tsa De გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

შემდეგი სტატია

ფანები ტრამპის ინაუგურაციაზე კერი ანდერვუდის გამოსვლას ეხმაურებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი