რიანას ბოლო ალბომი ცხრა წლის გახდა

Anti 2016 წელს Billboard 200-ში ორი კვირა ლიდერობდა.
რიანა Anti-ს ყდის ნამუშევართან
Christopher Polk/Getty Images for WESTBURY ROAD ENTERTAINMENT LLC

სულ რაღაც ერთი წელი დარჩა ათწლეულამდე, რაც რიანამ ამ დრომდე თავისი ბოლო ალბომი გამოსცა. პოპვარსკვლავი Anti-ს გამოშვებიდან ცხრა წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ თარიღს მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და 2016 წელს გადაღებული კადრების ვიდეოკოლაჟი გააზიარა, რომელსაც ფონად SZA-სთან თანამშრომლობა და Anti-ს გამხსნელი სიმღერა Consideration ადევს.

“happy ANTIversary” – წერს რიანა ვიდეოზე. 

Anti, რომელშიც შედის Billboard Hot 100-ის ჰიტები Work, Kiss It Better და Love on the Brain, ორი კვირა ლიდერობდა Billboard 200-ში და ჯამში ჩარტში 456 კვირა გაატარა. ალბომის შემდეგ რიანამ რამდენიმე ცალკეული კომპოზიცია გამოსცა, მათ შორის Born Again და Lift Me Up, რომელიც ოსკარსა და გრემიზე იყო წარდგენილი, თუმცა მისი ყურადღება უმეტესწილად Fenty-ზე იყო ფოკუსირებული.

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში პოპვარსკვლავი ფანებს იმედს აძლევდა, რომ ახალი ალბომი გზაში იყო. გასული წლის აპრილში მან ინტერვიუში თქვა, რომ მეცხრე ალბომისთვის „ბევრი ვიზუალური იდეა” ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა შესაბამისი სიმღერები. „ალბათ ვიზუალური იდეები მიმიყვანს იმ სიმღერებამდე, რომლებიც მჭირდება, რომ შევქმნა.”

ორი თვის შემდეგ კი რიანამ დააანონსა, რომ მეცხრე ალბომზე მუშაობას იწყებდა. „არ მინდა, უარი ვთქვა იმ სიმღერებზე, რომლებიც მაქვს. ამიტომ მინდა, მათ დავუბრუნდე და ახალი ყურით მოვუსმინო. ამ ალბომზე იმდენი ხანი ვმუშაობდი, რომ ბოლოს გვერდით გადავდე. ახლა კი მზად ვარ, სტუდიაში დავბრუნდე. დავიწყებ, ცოტა მადროვეთ!” – ამბობდა მომღერალი.

ნახეთ რიანას Anti-ს საიუბილეო პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მირიან ხუხუნაიშვილი ვროცლავის ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა

შემდეგი სტატია

15-17 თებერვალს „აქტუალური მუსიკის ფესტივალი” გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი