რინგო სტარმა გაამხილა, რომ პიცა არასდროს უჭამია

მუსიკოსი ერთ დროს Pizza Hut-ის სარეკლამო სახეც იყო და 1995 წელს მის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა.
რინგო სტარი ესწრება Ringo’s Annual Peace & Love Birthday Celebration-ს. 2023 წლის 7 ივლისი, ბევერლი ჰილზი.
Kevin Winter/Getty Images

ლეგენდარული The Beatles-ის დრამერმა რინგო სტარმა, რომელიც წარსულში პიცერიის ქსელის, Pizza Hut-ის სახე იყო, აღიარა, რომ პიცა არასოდეს უჭამია.  

მუსიკოსმა ეს მოულოდნელი განცხადება Jimmy Kimmel Live! შოუში სტუმრობისას გააკეთა, სადაც თავის 21-ე სტუდიურ ალბომზე, Look Up-ზე სასაუბროდ მივიდა. საუბრისას კიმელმა რინგო სტარს სთხოვა, მის შესახებ გავრცელებულ რამდენიმე ამბავზე გაეკეთებინა კომენტარი. პირველ რიგში საუბარი შეეხო იმას, მართალია თუ არა, რომ მუსიკოსს პიცა არასოდეს გაუსინჯავს.  

„არასოდეს მიჭამია პიცა,“ – დაადასტურა სტარმა, რასაც აუდიტორიის გაოცებული რეაქცია მოჰყვა. „და არც კარი,” – დაამატა მუსიკოსმა. სტარმა განმარტა, რომ რამდენიმე პროდუქტის მიმართ ალერგია აქვს. „პიცას რაც შეეხება, ყოველთვის ბოლომდე არ იცი, რა არის ზედ მოყრილი. კარი კიდევ უფრო ამოუცნობია. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვარ, რადგან ეს პროდუქტები მაშინვე ცუდად მხდის.“  

კიმელმა სტუმრის აღიარება ტრადიციულად იუმორით მიიღო და  უპასუხა: „აქამდე მეგონა, რომ ყველაზე კარგი ცხოვრება გქონდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შენსას სჯობს“.

აღსანიშნავია, რომ სტარი უკვე მრავალი წელია ვეგეტარიანელია, თუმცა ერთ დროს ის Pizza Hut-ის სარეკლამო სახეც იყო. 1995 წლის სარეკლამო კამპანიაში სტარი Pizza Hut-ის რეკლამაში გამოჩნდა. 30-წამიან ვიდეოში ის თითქოს The Beatles-ის კვლავ გაერთიანებას აანონსებს, თუმცა საბოლოოდ მას The Monkees-ის წევრები უერთდებიან და ვიდეოს ბოლოს ყველა მათგანი პიცის ჭამას იწყებს.

რაც შეეხება რინგო სტარის ახალ ალბომს, ნამუშევარი სახელწოდებით  Look Up 10 იანვარს გამოვიდა. ეს მუსიკოსის პირველი სრულფასოვანი ალბომია 2019 წლის What’s My Name-ის შემდეგ. ალბომში მონაწილეობენ ელისონ კრაუსი, მოლის ტატლი, Lucius, Larkin Poe და ბილი სტრინგსი. ჩანაწერი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა: Billboard-ის მრავალჟანრიან Top Album Sales-ის ჩარტში მე-7 პოზიცია დაიკავა. ინდიპოპ ჟანრის ალბომების გაყიდვების ჩარტში ნამუშევარმა მეორე პოზიცია მოიპოვა, საუკეთესო როკ ალბომების ჩარტში კი ასევე მე-7 პოზიციაზე განთავსდა. გარდა ამისა, საუკეთესო ქანთრი ალბომების ჩარტში სტარმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 27-ე ადგილით.  

„The Beatles-ში მოხვედრამდე უკვე ძალიან მიყვარდა ქანთრი მუსიკა,“ – განაცხადა სტარმა Billboard-თან ინტერვიუში. „ლივერპულში ეს ჟანრი ძალიან პოპულარული იყო, რადგან საზღვაო ფლოტის ბიჭები მხოლოდ როკ-ენ-როლს კი არ გვაზიარებდნენ, არამედ ქანთრის მუსიკასაც. ქანთრი შემსრულებლები ინგლისში რომ ტურნეს მართავდნენ, ლივერპულში ყოველთვის ჩერდებოდნენ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მადამ ტიუსოს” ლონდონის მუზეუმმა ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

შემდეგი სტატია

ნიკალა ზუბიაშვილი სტუდიური სესიის მცირე მონაკვეთს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი