Good Morning Neighbours – ლუკა თოფურია და მიშო ურუშაძე ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

ალბომის პრეზენტაცია ამსტერდამში გაიმართება.
ლუკა თოფურია
Billboard Georgia

ლუკა თოფურიამ და მიშო ურუშაძემ ერთობლივ ალბომზე იმუშავეს. Good Morning Neighbours – ასე ჰქვია დაანონსებულ ალბომს, რომლის პრეზენტაცია ამსტერდამში შედგება. 

ლუკა თოფურია Billboard Georgia-ს ალბომის შესახებ ესაუბრა: 

„მიშო ურუშაძე დაახლოებით 5 წლის წინ გავიცანი. ამის შემდეგ მასთან ერთად ტრეკი ჩავწერე. ერთად მუშაობა ჩვენთვის კომფორტული აღმოჩნდა და თავისთავად დაგვიგროვდა ბევრი ტრეკი. საბოლოოდ ჩავწერეთ ეს ალბომი, რომლის გამოცემაც 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.”

როგორც ლუკა თოფურია აღნიშნავს, ალბომი მუსიკალურად მრავალფეროვანია და აერთიანებს ისეთ ჟანრებს, როგორიცაა: ჯაზი, ფანკი, ფიუჟენი, ჰაუსი.

ლუკა თოფურია:

„მიშო ამსტერდამში ცხოვრობს. ალბომს ფროდაქშენი იქ გაუკეთა. დისტანციურად ისე ვიმუშავეთ, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და ამისათვის მიშოს დიდ მადლობას ვუხდი.”

როგორც ლუკა თოფურია Billboard Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, მისი უახლოესი მუსიკალური გეგმები სწორედ ალბომის პრეზენტაციას უკავშირდება. ამის შემდეგ, შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და ნიუ-იორკში რამდენიმე კონცერტს გამართავს. 

იხილეთ ვიდეო, რომელშიც ლუკა თოფურია დაანონსებული ალბომის შესახებ საუბრობს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შემდეგი სტატია

ნინო ქათამაძე სასამართლოზე სიტყვით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი