11 თებერვალს, მუსიკოსმა ჯასტინ ვერნონმა, რომლის სასცენო სახელია Bon Iver, ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა. არტისტმა ოქტომბერში სამ ტრეკიანი (Sable) EP გამოსცა, ახალი ალბომი Fable კი მისი ერთგვარი გაგრძელებაა. პროექტში დანიელ ჰაიმი, Dijon და Flock of Dimes-იც მონაწილეობენ.
ალბომი Sable, Fable 11 აპრილს ლეიბლ Jagjaguwar-ის მეშვეობით გამოვა, ეს კი Bon Iver-ის პირველი სტუდიური ალბომი იქნება 2019 წელს ალბომ I, I,-ის გამოსვლის შემდეგ. ეს უკანასკნელი Billboard 200-ის ჩარტში 26-ე ადგილს იკავებდა.
ალბომის სხვა ტრეკების სათაურებია: Things Behind Things Behind Things, Speyside, Awards Season, Short Story, Everything Is Peaceful Love, Walk Home, From, I’ll Be There, There’s a Rhythm, Au Revoir.
მუსიკოსმა ინსტაგრამზე ალბომის მინიმალისტური ქავერიც გააზიარა. დიზაინი გეომეტრიული ფორმისაა, სადაც ნარინჯისფერ ფონზე შავი კვადრატია ნაჩვენები. არტისტმა ინსტაგრამის ანგარიშზე კონცეპტუალური ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც სამოსი იმავე ტონალობაში აცვია, ბუნებრივ გარემოში დგას და მის გარშემო ოთხი შავად შემოსილი ადამიანია გამოსახული.
მიუხედავად იმისა, რომ Sable, Fable გაზაფხულზე გამოვა, მისი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია. მანამდე კი ალბომის წამყვანი სინგლის Everything Is Peaceful Love გამოსვლა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს არის დაგეგმილი. სინგლთან ერთად ჯონ უილსონის მიერ გადაღებული მუსიკალური კლიპიც გამოვა.
19 თებერვალს, Bon Iver უფრო დეტალურად ისაუბრებს ალბომ Sable, Fable-ის შესახებ ბრუკლინში, On Air Fest-ზე, სადაც იგი მწერალ კრისტა ტიპეტთან ერთად ისაუბრებს.
ნახეთ Bon Iver-ის ინსტაგრამ პოსტი: