A$AP Rocky და რიანა პირობას დებენ, რომ მომდევნო შვილს თავიანთი ადვოკატის სახელს დაარქმევენ

ადვოკატმა ჯო ტაკოპინამ რეპერის სასამართლო პროცესი მოიგო.
რიანა და A$AP Rocky სასამართლო პროცესის შემდეგ
DUTCH/Bauer-Griffin/GC Images)

A$AP Rocky-მ და რიანამ გადაწყვიტეს, რომ რიგითი მადლობის წერილი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მადლიერება გამოეხატათ ჯო ტაკოპინას მიმართ – ადვოკატის, რომელმაც წარმატებით დაასრულა რეპერის სასამართლო დავა და რომლის წყალობითაც A$AP Rocky მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. 

ვიდეოინტერვიუში ადვოკატმა გაამხილა, რომ წყვილი მას ხუმრობით დაჰპირდა, რომ ამ გამარჯვების აღსანიშნად მესამე შვილს სწორედ მის სახელს დაარქმევდნენ. „რიანამ და როკიმ სასამართლო დარბაზში მითხრეს: ჩვენი შემდეგი შვილი A$AP ჯო იქნება,” – თქვა ტაკოპინამ ღიმილით.

ადვოკატის პატივისცემის მიზეზი ვარსკვლავურ წყვილს ნამდვილად აქვს. A$AP Rocky-ს, არც მეტი, არც ნაკლები, 24-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. საქმე ეხება 2021 ნოემბრის ინციდენტს, რომელშიც რეპერს მეგობრის, A$AP Relli-ს მისამართით ორჯერ ცეცხლის გახსნას ედავებოდნენ, რის გამოც მას ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ორი ბრალდება ჰქონდა წაყენებული. 

თუმცა როკიმ სასამართლო დარბაზში შეკრებილთა და ურიცხვ გულშემატკივართა წინაშე დაამტკიცა, რომ ორივე ბრალდებაში უდანაშაულოა. მას შემდეგ, რაც გამამართლებელი ვერდიქტი გამოცხადდა, რეპერი ადგილიდან წამოხტა და მეუღლეს ჩაეხუტა: „დიდება ეკუთვნის ღმერთს და მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს! მადლობელი ვარ მისი მოწყალებისთვის!” – მალევე დაწერა რიანამ ინსტაგრამზე.

ტაკოპინამ ინტერვიუში ეს სცენაც გაიხსენა: „მარჯვნივ გავიხედე და ის იქ აღარ იყო… ჩემს პარტნიორს ვკითხე: „წავიდა?” და ამ დროს დავინახე, რომ რიანას ეხუტებოდა.”

ადვოკატმა, რომელსაც როკიმ A$AP Joe შეარქვა, ასევე გააზიარა, თუ როგორ დაახლოვდნენ ის და ორი ვარსკვლავი მას შემდეგ, რაც საქმეზე მუშაობა დაიწყეს. მისი თქმით, 2023 წელს ის მათ RZA-ს მოვლაშიც კი ეხმარებოდა, როცა რიანა Super Bowl-ის შოუსთვის ემზადებოდა. 

„უცებ როკიმ მითხრა: შეგიძლია ბავშვს მიხედო? პედიკიური უნდა გავიკეთო,” – იხსენებს ტაკოპინა. „მასთან სულ სხვანაირი ურთიერთობა მქონდა, ვიდრე ჩემს სხვა კლიენტებთან.”

ნახეთ ჯო ტაკოპინას ინტერვიუ რეპერის სასამართლო პროცესის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძის სიმღერა - Bella is a Whore

ნინი ნუცუბიძის ახალი სიმღერა  Bella is a Whore

შემდეგი სტატია

Billboard Artist-ის მომდევნო გამოცემის მთავარი გმირია Blackpink-ის ჯისუ

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი