ტიმოთი შალამე და სელენა გომესი 2025 წლის მსახიობთა გილდიის დაჯილდოების გამარჯვებულთა შორის დასახელდნენ. ცერემონია 23 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართა და პირდაპირი ეთერით „ნეტფლიქსზე” გადაიცა.
შალამემ გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო შესრულება მამაკაცის მთავარი როლისთვის” ფილმში A Complete Unknown, სადაც ის ბობ დილანს ასახიერებს. ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან დაჯილდოებების უმეტესობაში აღნიშნული კატეგორია ედრიენ ბროუდის ჰქონდა მოგებული ფილმისთვის The Brutalist. შესაბამისად, მაყურებელი ამჯერადაც იმავე სცენარის განვითარებას ელოდა.
„საერთოდ არ ველოდი,” – თქვა შალამემ. „ვიცი, რომ ყველაზე ღირსეული იქნება, ახლა რომ გავაუბრალოო ის ძალისხმევა, რაც ამ როლში ჩავდე და ის ფაქტი, თუ რამდენს ნიშნავს ის ჩემთვის. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს ჩემი ცხოვრების ხუთ-ნახევარი წელი იყო. მე ყველაფერი ჩავდე ამ შეუდარებელი არტისტისა და ნამდვილი ამერიკელი გმირის, ბობ დილანის როლში და მისი განსახიერება ჩემი ცხოვრებისეული პატივია. მე ვერ დავაკნინებ ამ ჯილდოს მნიშვნელობას, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს…”
29 წლის შალამე ამ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც მსახიობთა გილდიის პრიზი მოიგო მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის. მანამდე ეს რეკორდი ნიკოლას კეიჯს ეკუთვნოდა, რომელიც აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებული 1996 წელს, 32 წლის ასაკში გახდა ფილმისთვის Leaving Las Vegas. 2 მარტს კი შალამეს ასევე შეუძლია გახდეს ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში. თუმცა SAG-ის ჯილდო და მსახიობის სამადლობელი სიტყვა ოსკარის შანსებზე გავლენას ვეღარ მოახდენს, რადგან ხმის მიცემის ბოლო ეტაპი 18 თებერვალს დასრულდა.
როგორც წესი, ინდივიდუალურ კატეგორიებში მსახიობთა გილდიის გამარჯვებულები შემდგომში ოსკარის მფლობელები ხდებიან. როგორც 2022, ასევე 2023 წლის SAG-ის ოთხივე გამარჯვებულმა სწორედ ეს შედეგი გაიმეორა. გასულ წელს კი ერთი მათგანი არ დაემთხვა – მსახიობთა გილდიის ჯილდო საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ლილი გლედსტონმა მოიგო, თუმცა ოსკარის გამარჯვებული ემა სტოუნი გახდა.
სელენა გომესმა პარტნიორებთან, სტივ მარტინთან და მარტინ შორტთან გაიზიარა ჯილდო კატეგორიაში „დასის საუკეთესო შესრულება კომედიურ სერიალში” პროექტისთვის Only Murder in the Building. აღნიშნულ ნომინაციაში სერიალი სამი წლის განმავლობაში მარცხდებოდა.
„ჩვენ არასდროს მოგვიგია,” – თქვა გომესმა სამადლობელ სიტყვაში. „და ეს ისეთი უცნაურია. მარტი და სტივი აქ არ არიან, რადგან მათ ეს არ ადარდებთ,” – იხუმრა მან. „მადლობა მათ, რომ წვლილი შეიტანეს ჩემს ზრდაში. გულწრფელად მადლიერი ვარ. ჯილდოს ყველა ჩვენგანის სახელით სახლში წავიღებ და მეხუთე სეზონისთვის ნიუ-იორკში დავაბრუნებ.”
რაც შეეხება ნომინაციას „დასის საუკეთესო შესრულება ფილმში”, წელს ეს ჯილდო Conclave-ს ერგო. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის ბოლო სამი გამარჯვებული – CODA, Everything Everywhere All at Once და „ოპენჰაიმერი” – საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარის მფლობელებიც გახდნენ. თუმცა ამის ალბათობა თითქმის ნახევარია – SAG-ის 29 გამარჯვებულიდან 15-მა ოსკარის მოპოვებაც შეძლო, 14-მა კი – ვერა.
წელს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარის მფლობელის გამოცნობა განსაკუთრებით რთულია. ოქროს გლობუსზე დრამისა და მიუზიკლის კატეგორიების გამარჯვებულები გახდნენ The Brutalist და Emilia Pérez. Critics Choice Awards-სა და Independent Spirit Awards-ზე Anora-მ მოიგო. BAFTA-ზე კი გამარჯვება კი Conclave-ს ერგო.
ყველაზე მეტ ნომინაციაში წარდგენილმა Wicked-მა საბოლოოდ ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა. თუმცა ხუთ კატეგორიაში დასახელებით ის გაუთანაბრდა ადრეულ რეკორდსმენ ფილმებს: Chicago, Doubt, Shakespeare in Love, The Banshees of Inisherin და Everything Everywhere All at Once.
რაც შეეხება სატელევიზიო მხარეს, ამ ნაწილში ყველაზე დიდი გამარჯვებული, ოთხი ჯილდოთი, Shōgun გახდა.
შოუს, რომელიც თავის თავს მოიხსენიებს, როგორც „მსახიობების ერთადერთი დაჯილდოების ცერემონია მსახიობებისგან”, ასევე მსახიობი და პროდიუსერი კრისტენ ბელი უძღვებოდა, რომელიც თავადაც იყო წარდგენილი ქალი მსახიობის კატეგორიაში ნეტფლიქსის სერიალისთვის Nobody Wants This.
ნახეთ ნომინაციებისა და გამარჯვებულების სია:
კინო
საუკეთესო შესრულება მამაკაცის მთავარი როლისთვის:
ედიენ ბროუდი – The Brutalist
გამარჯვებული: ტიმოთი შალამე – A Complete Unknown
დენიელ კრეიგი – Queer
კოლმენ დომინგო – Sing Sing
რალფ ფაიენსი – Conclave
საუკეთესო შესრულება ქალის მთავარი როლისთვის:
პამელა ანდერსონი – The Last Showgirl
სინთია ერივო – Wicked
კარლა სოფია გასკონი – Emilia Pérez
მაილი მედისონი – Anora
გამარჯვებული: დემი მური – The Substance
საუკეთესო შესრულება მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის:
ჯონათან ბეილი – Wicked
იურა ბორისოვი – Anora
გამარჯვებული: კიერენ კალკინი – A Real Pain
ედვარდ ნორტონი – A Complete Unknown
ჯერემი სტრონგი – The Apprentice
საუკეთესო შესრულება ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის:
მონიკა ბარბარო – A Complete Unknown
ჯეიმი ლი კერტისი – The Last Showgirl
დენიელ დედვაილერი – The Piano Lesson
არიანა გრანდე – Wicked
გამარჯვებული – ზოი სალდანა – Emilia Pérez
დასის საუკეთესო შესრულება ფილმში:
A Complete Unknown
Anora
გამარჯვებული: Conclave
Emilia Pérez
Wicked
ტელევიზია
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება სატელევიზიო ფილმში ან მცირე სერიალებში:
ხავიერ ბარდემი – Monsters: The Lyle and Erik Menendez Story
გამარჯვებული: კოლინ ფარელი – The Penguin
რიჩარდ გადი – Baby Reindeer
კევინ კლაინი – Disclaimer
ენდრიუ სკოტი – Ripley
ქალის როლის საუკეთესო შესრულება სატელევიზიო ფილმში ან მცირე სერიალში:
კეთი ბეიტსი – The Great Lillian Hall
კეიტ ბლანშეტი – Disclaimer
ჯოდი ფოსტერი – True Detective: Night Country
ლილი გლედსტონი – Under the Bridge
გამარჯვებული: ჯესიკა განინგი – Baby Reindeer
კრტისტინ – მილიოტი – The Penguin
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება დრამა სერიალში:
ტადანობუ ასანო – Shōgun
ჯეფ ბრიჯისი – The Old Man
გარი ოლდმენი – Slow Horses
ედი რედმეინი – The Day of the Jackal
გამარჯვებული: ჰიროიუკი სანადა – Shōgun
ქალის როლის საუკეთესო შესრულება დრამა სერიალში:
კეითი ბეიტსი – Matlock
ნიკოლა კულანი – Bridgerton
ელისონ ჯენი – The Diplomat
კერი რასელი – The Diplomat
გამარჯვებული: ანა სავაი – Shōgun
ნომინაციებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.