Drake-მა ინსტაგრამ პროფილზე – plottttwistttttt, კადრს მიღმა ვიდეო გააზიარა, რომელიც თავდაპირველად პროდიუსერმა Elkan-მა გამოაქვეყნა. კადრებში ასახულია, თუ როგორ მუშაობს პროდიუსერი სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში, სტუდიაში სიმღერაზე Nokia.
PARTYNEXTDOOR-ისა და Drake-ის კოლაბორაციული ალბომი 14 თებერვალს გამოვიდა, რა დროსაც ბრიტანელმა პროდიუსერმა ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა და გაამხილა, რომ Nokia-ს მუსიკაზე მუშაობისას, ცხოვრებაში საკმაოდ რთულ პერიოდს გადიოდა.
„არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ეს ჩანაწერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მენტალური კრიზისის პერიოდში მთელი ტკივილი, ტრავმა და სიხარული მუსიკაში გადავიტანე და ჩემს მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას არ მივეცი უფლება, საკუთარი თავის გამოხატვა ჩამეხშო.” – წერდა Elkan-ი.
„Nokia იმ ადამიანებით იყო შთაგონებული, ვინც მიყვარს, მთელი ამ დროის განმავლობაში მეხმიანებოდა და მეკითხებოდა, კარგად ვიყავი თუ არა. მთხოვდენენ, მათთან ერთად კარაოკეზე, კლუბებში, ან თუნდაც საჭმელად გავსულიყავი. უბრალოდ, ცხოვრების სიამოვნებით დავმტკბარიყავით! ეს განსაკუთრებული ტრეკია!“- ამატებს პროდიუსერი.
ალბომი $ome $exy $ongs 4 U ამ კვირაში Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე პოზიციონირებს, რაც PARTYNEXTDOOR-ისთვის ნომერ პირველი ალბომია, ხოლო Drake-ისთვის – მეთოთხმეტე. ამ ალბომით Drake სოლო არტისტებს შორის ტეილორ სვიფტსა და Jay-Z-ის გაუთანაბრდა. ალბომში შესული ორი სიმღერა კი Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულშია: სიმღერა Gimme a Hug მეექვსე ადგილზეა ხოლო Nokia – მეათეზე. ეს პოზიცია კი Drake-ისთვის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.