ჯიმი კიმელმა გაამხილა, თუ რომელი პოპვარსკვლავის მოწვევა სურს შოუში

ამ ადამიანისგან გულშემატკივარი მალე ახალ მუსიკას ელოდება.
ჯიმი კიმელი
Bryan Steffy/Getty Images for Keep Memory Alive

ჯიმი კიმელმა People-თან ინტერვიუში იმ ა-კლასის ვარსკვლავის ვინაობა გაამხილა, რომლის მოწვევაც ყველაზე მეტად სურს საკუთარ შოუში. ეს ადამიანი კი პოპის დედოფალი მადონაა. „ვერ ვიტყოდი, რომ სასოწარკვეთილი ვარ ვინმეს მოწვევაზე, მაგრამ ჩვენ არასდროს გვყოლია შოუში მადონა და სწორედ მის სტუმრობას ვისურვებდი,” – აღნიშნა კიმელმა. 

მიუხედავად იმისა, რომ პოპის დედოფალი ამ დრომდე არ მისულა კიმელის შოუში, ახლა შესაძლოა კარგი შესაძლებლობა იყოს ჰორიზონტზე იმის გათვალისწინებით, რომ მადონა მალე ახალ მუსიკას გამოსცემს. მომღერალმა რამდენიმე კვირის წინ ინსტაგრამზე დაწერა: „ჩემი ვალენტინობის დღის საჩუქარი ის ინფორმაციაა, რომ მთელ გულსა და სულს ვდებ ახალ მუსიკაში.” მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მომავალი ალბომი გაგრძელება იქნება 2005 წლის ალბომისა Confessions on a Dance Floor, რომელიც Billboard 200-ის ლიდერი იყო.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პოპის დედოფლის შოუში სტუმრობა მაინც რთული მისია აღმოჩნდეს, ის ბევრად მარტივი იქნება წამყვანის მეორე საოცნებო სტუმრის, ბენკსის მოწვევასთან შედარებით. 

იმის გამო, რომ ბენკსის ვინაობა დღემდე ანონიმურია, კიმელმა აღნიშნა, რომ იდუმალებით მოცული არტისტის მიღმა შესაძლოა მისი რომელიმე ცნობილი სტუმარიც კი იმალებოდეს. „იქნებ ბენკსი ჯეისონ ალექსანდერია,” – იხუმრა ტელეწამყვანმა. „მაგრამ იცით, რა? მე მინახავს მისი ნახატი. ის ნამდვილად არაა ბენკსი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Drake Norman Wong

Drake სიმღერა Nokia-ს კადრს მიღმა ვიდეოს აზიარებს

შემდეგი სტატია

ცნობილი გერმანული ჯგუფი SNAP! ქართველი მსმენელის წინაშე Republic-ის სცენაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი