„პრინცესა 6 თვის ასაკში დაიბადა. ვტიროდი და საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რადგან ვერ შევძელი მისთვის ყველაფრის მიცემა, რაც შემეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი ყოველთვის მაჩვენებს, რომ ის ჩემს გვერდითაა. პატარა გოგონა დღეს 25 კვირის დაიბადა და ის საუკეთესოა!! მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მომიყვანე.“ – დაწერა 1 მარტს წყვილმა კოლაბორაციულ ინსტაგრამ პოსტში, სადაც ჩვილის ფეხის ამსახველი შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნეს.
25 წლის კორი ბროდუსმა ასევე გაამხილა, რომ მას საკეისრო კვეთა დასჭირდა, რადგან ორსულობის სერიოზული გართულება ჰქონდა.
„ექიმებმა მითხრეს, რომ კარგია კლინიკაში დროულად რომ მივედი, კიდევ რამდენიმე დღით დაგვიანებას, შესაძლოა, სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა. გთხოვთ, გოგონებო, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც Tik Tok-ზე ხედავთ, ამას პირველ რიგში საკუთარ თავსაც ვეუბნები.” – დაწერა კორი ბროდუსმა.
ეს არ არის ჯანმრთელობის ერთადერთი პრობლემა, რომელიც კორი ბროდსს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონია. 2024 წლის იანვარში მან ინსულტი გადაიტანა. Snoop Dogg-ის ქალიშვილმა ამაზე დოკუმენტურ სერიალში – Snoop Dogg’s Fatherhood: Cori and Wayne’s Story-ში ღიად ისაუბრა.
კორი ბროდუსისა და უეინ დიუსის ქალიშვილი Snoop Dogg-ისთვის მერვე შვილიშვილია.