16 აპრილს ნიუ-იორკის Jazz at Lincoln Center-ში ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის” კონცერტი გაიმართება

ღონისძიების ორგანიზატორია Lyra Entertainment Group.

16 აპრილს ნიუ-იორკში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. ქართველი მომღერალი ამერიკელი მსმენელის წინაშე ჯგუფ „ინსაითთან” და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარდგება. გამხსნელ აქტს კი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ავტორ-შემსრულებელი Manana შეასრულებს. კონცერტი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სივრცეში – Jazz at Lincoln Center-ში შედგება. ღონისძიების ორგანიზატორია Lyra Entertainment Group, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ჯაზმუსიკოსმა ბაჩა მძინარაშვილმა და გია ტყებუჩავამ დააარსეს. კომპანია მუსიკალურ პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. 

ბაჩა მძინარაშვილი – Lyra Entertainment Group-ის დამფუძნებელი:

„Jazz at Lincoln Center ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ორგანიზაციაა როგორც ნიუ-იორკში, ასევე მთელ ამერიკაში, რომლის მუსიკალური დირექტორიც გახლავთ ლეგენდარული ამერიკელი მესაყვირე უინტონ მარსალისი. ამჯერად ნინო წარდგება Jazz at Lincoln Center-ის ასევე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დარბაზში, Rose Hall-ში, სადაც დაუკრავთ ჯაზის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან მაილს დევისი, ლუი არმსტრონგი, ჰერბი ჰენკოკი, ჩიკ კორეა და სხვები. 16 აპრილის კონცერტზე 1200 სტუმარს ველოდებით, რომელთაც ნინო და მისი ბენდი, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, მართლაც განსაკუთრებულ და დაუვიწყარ საღამოს აჩუქებენ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A Complete Unknown-ის წყალობით, ბობ დილანის წიგნი „ამაზონის” ბესტსელერია 

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი 2024 წლის 13 სექტემბერი, ლონგ აილენდი, Lokman Vural Elibol/Anadolu Getty Images

პოლიციელი, რომელმაც ჯასტინ ტიმბერლეიკი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარების დროს დააკავა, საგ ჰარბორის წლის ოფიცრად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი