სელენა გომესი ბენი ბლანკოს მისთვის მაკიაჟის გაკეთების ნებას რთავს

„როცა შენ აკეთებ, საოცრად კარგად გამოგდის!“ — აღნიშნავს ბენი ბლანკო ვიდეოში
სელენა გომესი და ბენი ბლანკო 82-ე ყოველწლიური ოქროს გლობუსების დაჯილდოებაზე, The Beverly Hilton-ში, 2025 წლის 5 იანვარი, კალიფორნია. მაიკლ ბაკნერი/GG2025
სელენა გომესი და ბენი ბლანკო 82-ე ყოველწლიური ოქროს გლობუსების დაჯილდოებაზე, The Beverly Hilton-ში, 2025 წლის 5 იანვარი, კალიფორნია.
მაიკლ ბაკნერი/GG2025

6 მარტს სელენა გომესმა ინსტაგრამზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც   ენთუზიაზმით სავსე  მისი საქმრო მას Rare Beauty-ს პროდუქციის გამოყენებით მაკიაჟს უკეთებს.

სახალისო ვიდეოში ბენი ბლანკო  თავიდან დიდად თავდაჯერებული არ ჩანს. მას კამერაც კი დაუვარდა, ფუნჯის რამდენიმე მოსმის შემდეგ კი გომესმა დაამატა: „ეს უკვე კარგად გამოგდის, საყვარელო! ვამაყობ შენით.“

თუმცა შემდეგ ბლანკომ პიგმენტური თხევადი ბრონზერის გამოყენებისას მაინც ვერ გაართვა ამ საქმეს თავი და სელენას უთხრა: „როცა შენ აკეთებ, იმდენად კარგად გამოგდის!“ 

რამდენიმე ფენა თხევადი პუდრის,  ჰაილაითერის, ტუჩის ზეთის და სელენა გომესის არაერთი უკმაყოფილო სახის გამომეტყველების შემდეგ, ბლანკო საბოლოოდ საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა. „მართლა მგონია, რაღაცას მივაგენი, თუ ამ ორს ერთად შევურევ, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად გამოიყურები. ძალიან სექსუალური ხარ.“ – მიმართა მან სელენას.

გომესის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, მისი აზრი დიდად არ დაემთხვა ბლანკოს შეფასებას, მაგრამ წყვილი ამ პროცესით საკმაოდ კარგად გაერთო. 

სელენა გომესის ამ პოსტზე Rare Beauty-ს ოფიციალური ანგარიშის ხუმრობანარევი კომენტარი გამოჩნდა: „@bennyblanco მიღებული ხარ სამსახურში.“

წყვილმა მაკიაჟის გაკეთებას თავი ვერ გაართვა, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, გაცილებით წარმატებით ითანამშრომლეს ერთობლივ ალბომზე სახელწოდებით I Said I Love You First. ალბომში 14 სიმღერა შედის, პროექტის გამოსვლა კი 21 მარტს იგეგმება. ალბომში შესული სიმღერებიდან უკვე გამოცემული სინგლებია Scared of Loving You და Call Me When You Break Up. კვირის დასაწყისში კი სელენა გომესმა ახალი პროექტის სიმღერების სრული სიაც გაამხილა.

ცოტა ხნის წინ Apple Music 1-ის ეთერში, ზეინ ლოუსთან ინტერვიუში, სელენა გომესმა ახალი პროექტი ასე შეაფასა: „ეს არის იმის ჩვენება, თუ ვინ ვართ ჩვენ ერთად, როგორ შევქმენით ეს ნამუშევარი, როგორ გვიყვარდა პროცესი და როგორ გვიყვარს ერთმანეთი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

შემდეგი სტატია

ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

95 წლის ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი 64 წლის მეუღლე ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეტი
დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

ინტერვიუს დროს მზის სათვალით, ლუდით და სიგარით ხელში Kid Rock-მა ახალი პრეზიდენტის მისამართით დადებითად ისაუბრა
მეტი
The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი