U2 პირველი ირლანდიური ჯგუფია, რომელიც Ivors Academy Fellows-ის ტიტულს მიიღებს

ამ საპატიო ტიტულის მფლობელთა უმეტესობა ბრიტანეთიდან არის.

U2 პირველი ირლანდიური ჯგუფია, რომელიც Ivors Academy-ს საპატიო წევრის ტიტულის მფლობელი გახდება. Bee Gees-ის შემდეგ U2 მეორე ჯგუფია, რომელიც ამ სტატუსს მიიღებს.

Ivors Academy Fellows არის უმაღლესი აღიარება, რომელსაც ორგანიზაცია ცნობილ ადამიანებს ანიჭებს. ჯილდოს გადაცემის ცერემონია ლონდონში, Grosvenor House-ში, 22 მაისს გაიმართება. ღონისძიებას, რომელიც Ivor Novello Awards-ის სახელით არის ცნობილი, Ivors Academy წარადგენს Amazon Music-თან ერთად. წლევანდელი Ivor Novello Awards-ის ნომინანტების სია 23 აპრილს გამოცხადდება.  

Ivors Academy Fellows-ის სიაში U2-ს შეყვანით, ამ საპატიო ტიტულის მფლობელთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. მათი უმეტესობა ბრიტანეთიდანაა, თუმცა სიაში ასევე არიან: ამერიკელი კომპოზიტორი და დირიჟორი ჯონ ადამსი, ამერიკელი როკ-მომღერალი და კომპოზიტორი ბრიუს სპრინგსტინი და ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი პიერ ბულეზი.  

U2 1978 წელს დუბლინში შეიქმნა და მას შემდეგ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბენდად და სიმღერების ავტორ მუსიკალურ კოლექტივად იქცა. ჯგუფმა Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში რვაჯერ დაიკავა პირველი ადგილი და Billboard Hot 100-ში ორჯერ ლიდერობდა. U2 არის ერთადერთი ბენდი, რომელსაც Billboard 200-ში ოთხი სხვადასხვა ათწლეულის განმავლობაში (1980-2010) ჰქონდა №1 ალბომი. 

U2-ს ჯგუფებს შორის ყველაზე მეტი გრემი აქვს  მოპოვებული – ბენდი ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის 22 ჯილდოს ფლობს. აქედან ოთხი U2-მ სიმღერების ავტორობის კატეგორიაში მოიპოვა, ორი ჯილდო – წლის საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში, ორი  კი  როკ-სიმღერის ნომინაციაში მიიღო. გარდა ამისა, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. U2-მ სხვდასხვა დროს ოთხი ჯილდო მოიპოვა Ivor Novello Awards-ზეც.  

„Ivors Academy-სგან ეს აღიარება ნამდვილად განსაკუთრებული შეგრძნებაა. შენი კოლეგების დაფასება დიდი პატივია და ჩვენ მადლიერები ვართ. უკვე 45 წელია, რაც ამ ქვეყანაში ვუკრავთ. მადლობა ყველას, ვინც არა მხოლოდ გვიჭერდა მხარს, არამედ ჩვენთან ერთად იყო – პროდიუსერებს, ინჟინრებს, ტექნიკურ პერსონალს, ფანებს, მენეჯერებს, ლეიბლს,”  – ამბობს ჯგუფის ბასისტი ადამ ქლეიტონი. 

„50 წელია, ერთად ვქმნით მუსიკას და ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი გამოცდილება და პრივილეგიაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ბენდი ინდივიდუალურ კრეატიულობასა და დამოუკიდებელ აზროვნებას აფასებს. მადლიერები ვართ ერთმანეთის და დიდ მადლობას ვუხდით Ivors Academy-ს ამ ჯილდოსთვის,” – განაცხადა ლარი მალენ უმცროსმა.

„პოეტური ტექსტებით და მასშტაბური მუსიკალური ხედვებით, U2-ს ჟღერადობამ პოპ მუსიკის ხასიათი გარდაქმნა,” – აღნიშნავს Ivors Academy-ს თავმჯდომარე ტომ გრეი. 

Ivors Academy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ნერიმ კი განაცხადა:  „გვეამაყება, რომ U2 ამ ტიტულის მფლობელი გახდა, როგორც ეპოქალური სიმღერების ავტორი, რომლის მემკვიდრეობა კვლავაც ახალ მუსიკალურ სიახლეებს გვთავაზობს და სოციალური პროგრესისათვის არის შთაგონების წყარო. U2-ს პოლიტიკურად დატვირთულმა ნამუშევრებმა მსოფლიო ცვლილებები გამოიწვია. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანური კრეატიულობის დაჩრდილვით გვემუქრება, U2-ს ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სიმღერების ავტორებისა და კომპოზიტორების შეუცვლელ როლს კულტურის ფორმირებისა და ცვლილებების შთაგონების პროცესში.“  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nini Iris – ის სიმღერა Release me 25 აპრილს გამოვა

შემდეგი სტატია

რამ აქცია 1995 წელი მადონას ვარსკვლავური კარიერის მომნუსხველი გარდაქმნის წლად

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი