Playboi Carti-ს ალბომი MUSIC Billboard 200-ის პირველ ადგილს მეორე კვირაა ინარჩუნებს

ჩარტში მეორე ადგილს სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს სიმღერა I Said I Love You First იკავებს
Playboi Carti 2024 წლის 2 აგვისტო.
Playboi Carti 2024 წლის 2 აგვისტო.

Luminate-ის მონაცემებით, 27 მარტის კვირაში ალბომმა აშშ-ში 131 000, პირველ კვირაში კი – 298 000 ეკვივალენტური ერთეული დააგროვა.

ეს Playboi Carti-ს მეორე ალბომია, რომელიც Billboard 200-ში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა, პირველისგან განსხვავებით, ალბომი MUSIC  ამ პოზიციაზე ერთ კვირაზე მეტია იმყოფება. არტისტის წინა ალბომი Whole Lotta Red 2021 წლის იანვარში ჩარტის ლიდერ პოზიციაზე მხოლოდ ერთი კვირა პოზიციონირებდა. 

Billboard 200-ის ახალ ჩარტში, ტოპ 10-ში სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პირველი ერთობლივი ალბომი I Said I Love You First მეორე ადგილზეა. ეს სელენა გომესისთვის ტოპ 10-ში შესული მეშვიდე ალბომია, ხოლო ბლანკოსთვის –  პირველი.

Billboard 200 აშშ-ში კვირის ყველაზე პოპულარული ალბომების ჩარტს ასახავს, რომელიც  Luminate-ის მიერ სხვადასხვა ნიშნულის მიხედვით ფასდება.

ახალი ჩარტი, რომელიც 2025 წლის 5 აპრილით იქნება დათარიღებული, სრულად Billboard-ის ვებსაიტზე 1 აპრილს გამოქვეყნდება. 

Playboi Carti-ს ალბომი MUSIC მეორე კვირაა, Top Streaming Albums-ის ლიდერია.

ალბომის მეორე კვირას გაყიდვებისა და სტრიმინგის აქტივობით ხელი შეუწყო მისი Deluxe ვერსიის გამოშვებამ, რომელიც 25 მარტს Playboi Carti-ს ოფიციალურ ვებსაიტსა და ყველა სტრიმინგ და ციფრულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა. Deluxe გამოცემას ოთხი ახალი სიმღერა დაემატა: Different Day, 2024, Backr00ms და FOMDJ.

რაც შეეხება სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ერთობლივ ალბომს –  I Said I Love You First Billboard 200-ზე მეორე ადგილზეა. ეს გომესისთვის მეშვიდე ტოპ 10-ში შესული ალბომია, ხოლო ბლანკოსთვის – პირველი. ალბომმა პირველ კვირაში 120 000 ეკვივალენტური ალბომის ერთეული დააგროვა, რაც ორივე არტისტისთვის რეკორდული შედეგია.

ალბომი I Said I Love You First ჩარტებში მოხვედრის პირველივე კვირაში ორივე არტისტისთვის ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა.

2025 წლის 5 აპრილის ახალ ჩარტში პირველი ხუთეული უცვლელია და შემდეგ ალბომებს მოიცავს: კენდრიკ ლამარი – GNX (65 000 ერთეული, -8%); PARTYNEXTDOOR და Drake – $ome $exy $ongs 4 U (61 000 ერთეული, -7%); SZA – SOS (60 000 ერთეული, -4%);

დანარჩენი ტოპ 10-ეული კი ასე გამოიყურება: 

საბრინა კარპენტერი – Short n’ Sweet (54 000 ერთეული,-4%); 

Lady Gaga  – MAYHEM (52 000 ერთეული, -29%); 

Bad Bunny – Debí Tirar Más Fotos (49 000 ერთეული, -2%); 

Tate McRae – So Close To What (47 000 ერთეული, -10%); 

მორგან უოლანი – One Thing at a Time (45 000 ერთეული, +9%).

დამოუკიდებელი მთვლელი კომპანია Luminate  Billboard-ს ყოველკვირეული ჩარტების გადამოწმებულ და შეჯამებულ მონაცემებს აწვდი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალბომის გამოსვლამდე ლანა დელ რეი ახალ სიმღერას აანონსებს

შემდეგი სტატია

წლის ქალის ტიტულის მიღებისას Doechii-მ Billboard Women in Music-ს აუცილებლობა უწოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი