Mechanical Rainbow-ს სიმღერა MJERA

„ცოტნეს ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სჯეროდა ჩვენი მომავლის და ისიც მპასუხობდა – „მჯერა!“ – იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციაში ერთადერთი საშუალებაა რომ ერთმანეთს დავუჯეროთ. ამ დროს შედეგად არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაცეებს გრძნობ და ნდობაა მთავარი.“
Mechanical Rainbow - MJERA!
Mechanical Rainbow – MJERA!

ჯგუფ Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერა MJERA ბენდმა მუსიკალურ პლატფორმებზე გამოაქვეყნა.  სიმღერის ავტორები Mechanical Rainbow-ს წევრები დადუ დონაძე და ცოტნე ბაღდავაძე არიან. “MJERA! – OUT NOW YVELGAN 💫💖💘” – ასე წარადგინეს მუსიკოსებმა თავიანთი ნამუშევარი.

სიმღერა – MJERA  პოზიტიურ და ენერგიულ ხასიათს ატარებს. კომპოზიციის ვიზუალური ნაწილი კი ბენდის დამახასიათებელი კომპონენტებით გამოირჩევა, სადაც დინამიკურობა და  ანიმაციური ელემენტები ერწყმის ერთმანეთს.  

Mechanical Rainbow-ი ვოკალისტი: დადუ დონაძე 

“როდესაც თავიდან მუსიკის დაკვრა დავიწყეთ, არ ვიცოდით, საით მივდიოდით და რა მოხდებოდა – დავდგებოდით თუ არ დავდგებოდით დიდ სცენაზე. ამიტომაც, ცოტნეს ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სჯეროდა ჩვენი მომავლის და ისიც მპასუხობდა – „მჯერა!“ – იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციაში ერთადერთი საშუალებაა, რომ ერთმანეთს დავუჯეროთ. ამ დროს შედეგად არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაცებს გრძნობ და ნდობაა მთავარი. ამას წლების განმავლობაში ვაკეთებდით ქვეცნობიერად. HOPE.-ის შემდეგ უკვე დავფიქრდით, რომ ამ სახელით სიმღერა უნდა გვქონოდა და მალევე დავიწყეთ მასზე მუშაობა, რამდენიმეჯერ შეიცვალა სიმღერის არანჟირება და აქციების პარალელურად დავდეთ. ბოლომდე საპროტესტო მუხტს არ ატარებს, ეს უფრო იმედის მომცემი გზავნილია ჩვენი მსმენელისადმი, რომ ცვლილებები სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული.“

Mechanical Rainbow ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბენდია, რომელიც 2018 წელს დაარსდა. ჯგუფი საავტორო სიმღერებს ქმნის და მუდმივ ექსპერიმენტებშია, რაც მათ უნიკალურობას კიდევ ერთხელ  უსვამს ხაზს.

მოისმინეთ Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერა MJERA და ნახეთ ვიდეოკლიპი.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ Tron: Ares-ის პირველი ტრეილერი, რომელშიც ჯარედ ლეტოს პერსონაჟი ცოცხლდება

შემდეგი სტატია

ედ შირანი 2024 წლის 26 მაისი, კალიფორნია. ფოტო: Jacobs/FilmMagic

ედ შირანი და Weezer Coachella-ს ფესტივალზე წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

ბრალდებები ოთხ ქალს უკავშირდება. სავარაუდო მსხვერპლების მტკიცებით, ეს ქმედებები 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში მოხდა
მეტი
ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი