კანიე უესტის თქმით, მისი სინგლი Hitler ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე აიკრძალა

უესტის აზრით, ციფრულ პლატფორმებზე ორმაგი სტანდარტი მოქმედებს. რეპერს მაგალითად მოჰყავს რენდი ნიუმენის სიმღერა Redneck, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომია.
კანიე უესტი
Matthias Nareyek/Getty Images

Ye-ს თქმით, ახალი ტრეკის – Heil Hitler-ის გამოშვება სცადა, თუმცა ამტკიცებს, რომ სკანდალური ჩანაწერი სტრიმინგ პლატფორმებიდან წაიშალა და ციფრულ მუსიკალურ სერვისებზეც აიკრძალა.

უესტი ამ სიმღერას დიდი ხნის განმავლობაში აანონსებდა და საბოლოოდ, 8 მაისს SoundCloud-ზე ატვირთა, თუმცა ის მალევე წაშალეს.

„Heil Hitler ყველა ციფრულ პლატფორმაზე აიკრძალა,“ – დაწერა მან X-ზე და სტრიმინგ ცენზურის ორმაგ სტანდარტზე მიუთითა: „Randy Newman-ის Redneck-ის მოსმენა თავისუფლად შეიძლება და ამავდროულად,   შავკანიანებს ბლოკავენ.“

სიმღერაში Ye კიდევ ერთხელ ეხება თავის ოთხ შვილზე მეურვეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რეპერი ასევე ამბობს, რომ ბანკები ანგარიშებს უყინავენ. 

ტრეკს რეფრენად გასდევს სიმღერის სკანდალური სათაური, ბოლოს კი ადოლფ ჰიტლერის გერმანულენოვანი საჯარო გამოსვლის ფრაგმენტით მთავრდება.

Billboard-მა კომენტარისთვის მიმართა როგორც კანიე უესტის წარმომადგენლებს, ისე SoundCloud-სა და Spotify-ს.

Ye-მ ბოლო კვირებში, Sneako-ს ლაივსტრიმების დროს, სიმღერის მცირე მონაკვეთები გაავრცელა. ფრაგმენტები ტრეკზე მუშაობის პროცესიდან იყო. სწორედ ამას მოჰყვა მისი ანტისემიტურ განცხადებები პლატფორმა X-ზე, სადაც ის ჰიტლერს ადიდებდა.

უესტისთვის ეს კვირა განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა: 6 მაისს მან რამდენიმე წუთში დატოვა Piers Morgan-ის ინტერვიუ, მას შემდეგ, რაც წამყვანმა X-ზე რეპერის გამომწერთა რაოდენობა არასწორად დაასახელა.

„მე საჩუქარი ვარ. რატომ იქცევით მედიაში ისე, თითქოს ჩემი სიმღერები ქორწილებში, გამოსაშვებ ცერემონიებზე, დაკრძალვებზე ან შვილის დაბადების აღნიშვნისას არ გაგიშვიათ? ისე ექცევით ცოცხალ ადამიანებს, როგორც ლენონს ან ჯექსონს ექცეოდით. სისულელეა! უდიდეს სიძულვილს ავრცელებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიყვარულს ქადაგებს. იმდენი სიყვარულია ხელოვნების იმ ნიმუშებში, რომლებსაც ვქმნი. ახლა ამას იმსახურებთ. დავბრუნდები, როცა სწორად დაითვლით.” – თქვა გადაცემაში უესტმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნიკოლას ქეიჯი ამტკიცებს, რომ ის და ნიკ ქეივი ხშირად ეშლებათ ერთმანეთში: „მხოლოდ ერთი ასო გვაშორებს”

შემდეგი სტატია

Alice in Chains-მა კონექტიკუტის შოუ დრამერის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი