ნიკოლას ქეიჯი ამტკიცებს, რომ ის და ნიკ ქეივი ხშირად ეშლებათ ერთმანეთში: „მხოლოდ ერთი ასო გვაშორებს”

„არ მახსენდება დღე, როცა ვინმეს ნიკ კეივში არ შევშლივარ,“ – ამბობს კეიჯი.
ნიკოლას ქეიჯი ფილში WILD AT HEART.
Samuel Goldwyn/courtesy Everett Collection

ამერიკელი მსახიობი ნიკოლას ქეიჯი ამბობს, რომ თუ ის და ავსტრალიელი მუსიკოსი ნიკ ქეივი ერთ ოთახში აღმოჩნდებიან, ვერავინ გაარჩევს, ვინ ვინ არის.

2024 წელს ქეიჯის მონაწილეობით ფილმი The Surfer გამოვიდა, რომელიც ავსტრალიაშია გადაღებული. The Guardian-თან საუბარში ნიკ ქეიჯი ნიკ ქეივთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებს:. „არ არსებობს დღე, რომ ვინმეს ნიკ ქეივში არ ავერიო. როცა მას შევხვდი, ძალიან კეთილგანწყობილი იყო. მახსოვს, ცხოველთა თავშესაფარში ვიყავით, მგონი, ტეხასში – Sealy Animal Hospital-ში. შესანიშნავი ადგილი იყო. მივედი, მივესალმე, ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი: მხოლოდ ერთი ასო გვაშორებს ერთმანეთისგან.”

გვარის გამო შექმნილ კომიკურ სიტუაციებზე წარსულში თავად ნიკ ქეივმაც გააზიარა ისტორიები: „ხალხს ხშირად ვეშლები ნიკოლას ქეიჯში. მაგალითად, როცა საზღვარს ვკვეთ, ოფიცერი პასპორტს შეხედავს და მეუბნება: სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა, მისტერ ქეიჯ. დიდებული იყავით Face/Off-ში, ან რამე მსგავსი. ზოგჯერ ეს ნერვებზე მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ეჩვევი”.

ქეივმა ერთი განსაკუთრებული ისტორიაც გაიხსენა – როგორ აერიათ ქეიჯში ჰილსვილის ნაკრძალის სუვენირების მაღაზიაში, როცა გარდაცვლილ შვილს, არტურს საჩუქრად დიჯერიდუს ყიდულობდა. ქეივის თქმით, შემდეგ, მელბურნში დაბრუნებისას, ადგილობრივ პაბშიც შეხვდა ქეიჯს: „უსაფრთხოების თანამშრომელს კერძო ოთახში შევყავარ. ბართან ნიკოლას ქეიჯი ზის. თავსაფარი ახურავს და ხელში დიჯერიდუ უჭირავს. ქეიჯი ყვირის: მხოლოდ ერთი ასო გვაშორებს! სკამიდან ხტება და ხელის ჩამორთმევას ცდილობს. ცოტა დაბნეული ვარ, მაგრამ ვეუბნები: ჩემთვის პატივია თქვენი გაცნობა, მისტერ ქეიჯ. თქვენც ჰილსვილის ნაკრძალში იყავით? ის მიყვირის: დიახ! და მე ვეუბნები: ჰოდა, მეც!’“

მართლა ეშლება თუ არა ხალხს ერთმანეთში ნიკ ქეივი და ნიკოლას ქეიჯი და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ქეივის მონათხრობი, ეს დღემდე ბუნდოვანია.

ინტერვიუში ნიკოლას ქეიჯმა ისიც აღნიშნა, რომ მოსწონს ავსტრალიური ბენდი Nicolas Cage Fighter. ,,მართლაც შესანიშნავი მუსიკა აქვთ. მათი სიმღერები გაძლევენ მოტივაციას. ტექსტები გიბიძგებს, საკუთარ შეცდომებზე აიღო პასუხისმგებლობა, თავი დააღწიო მსხვერპლის როლს და მოძებნო პრობლემების გადაჭრის გზა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლოჩფორდი

მაილი საირუსის ახალი, ემოციური სინგლი – More to Lose

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, მისი სინგლი Hitler ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე აიკრძალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი