2025 წლის Glastonbury-ს ფესტივალზე ოლივია როდრიგომ სცენაზე The Cure-ის ლეგენდარული ვოკალისტი, რობერტ სმიტი მიიწვია

29 ივნისს ფესტივალის მთავარ სცენაზე მოულოდნელად თავად რობერტ სმიტი გამოჩნდა.
ოლივია როდრიგო და The Cure-ის რობერტ სმიტი Glastonbury-ს სცენაზე 2025 წლის 29 ივნისი, ინგლისი. ფოტო: Samir Hussein/WireImage.
ოლივია როდრიგო და The Cure-ის რობერტ სმიტი Glastonbury-ს სცენაზე 2025 წლის 29 ივნისი, ინგლისი.
ფოტო: Samir Hussein/WireImage.

ოლივია როდრიგოს დებიუტი Glastonbury-ს ფესტივალის მთავარ სცენაზე – Pyramid Stage-ზე, 2025 წლის 29 ივნისს შედგა. მანამდე მომღერალი ფესტივალზე 2022 წელს Other Stage-ზე წარდგა, სადაც მას ლილი ალენი შეუერთდა.

სცენაზე ყოფნის დროს ოლივია როდრიგომ აუდიტორიას მიმართა და მოწვეული სტუმარი დააანონსა: „ვფიქრობ, ის  ბრიტანეთში საუკეთესო სიმღერების ავტორია და ასევე ჩემი პირადი გმირი. ძალიან მიყვარს ბრიტანული ბენდები, რომლებმაც თავად ბრიტანეთიც შემაყვარეს, ასეთია, მაგალითად, The Cure.” 

რობერტ სმიტი ოლივიას სცენაზე შეუერთდა და The Cure-ის ორი ლეგენდარული სიმღერა – 1992 წლის Friday I’m In Love და 1987 წლის Just Like Heaven შეასრულა. 

ნახეთ ეს პერფორმანსი აქ.

The Cure-მა  Glastonbury-ს ფესტივალი წინა წლებში არაერთხელ გახსნა, მათ შორის ბოლო ცნობილი გამოსვლა 2019 წელს ჰქონდა. რაც შეეხება ოლივია როდრიგოს, მისი 90-წუთიანი სეტი ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართა.  მომღერალმა სადებიუტო ალბომ Sour-იდან (2021) და  ალბომ  Guts-იდან (2023) შეასრულა სიმღერები, განსაკუთრებული აღნიშვნა კი მის ჰიტებს, Get Him Back!, Brutal და  Drivers License-ს მოჰყვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პარასკევს ლონდონის BST Hyde Park-ში გამართულ კონცერტზე ოლივია როდრიგოს ედ შირანი შეუერთდა, სადაც არტისტებმა ჰიტი  The A Team შეასრულეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rihanna და A$AP Rocky ახალი ანიმაციური ფილმის, Smurfs–ის მსოფლიო პრემიერაზე. 2025 წლის 28 ივნისი, ბრიუსელი. © Nicolas Maeterlinck / Belga Mag / AFP via Getty Images

Rihanna და A$AP Rocky ბრიუსელში ლურჯ ხალიჩაზე ფილმ Smurfs-ის პრემიერაზე გამოჩდნენ

შემდეგი სტატია

მირანდა ვახტანგიშვილი - ხელოვანი

მირანდა ვახტანგიშვილის შემოქმედება, რომელიც ჯადოსნურ ელფერს ატარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მეტი
ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ცაგარელი

„ღამის სერენადები“  განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება –  ინტერვიუ ფესტივალის აღმასრულებელ დირექტორთან ნინა ცაგარელთან

მრავალფეროვანი პროგრამა, საერთაშორისო ვარსკვლავები და სამი ქალაქის მუსიკალური მოგზაურობა - ფესტივალი ღამის სერენადები იწყება.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი