ჯენიფერ ლოპესმა შესაშური სიმშვიდე გამოავლინა მას შემდეგ, რაც სტამბოლში „შანელის“ მაღაზიაში არ შეუშვეს

მომღერალმა კონცერტი სტამბოლის ფესტივალზე შოპინგ-ტურის შემდეგ დღეს გამართა.
ჯენიფერ ლოპესი გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images
ჯენიფერ ლოპესი გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images

ჯენიფერ ლოპესის კონცერტი სტამბოლში 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მანამდე კი,  თურქული მედიის ცნობით, სუპერვარსკვლავი პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრს საშოპინგოდ ესტუმრა. 

როგორც გამოცემა Patronlar Dünyasi იუწყება, მომღერალმა სავაჭრო ცენტრში „შანელის” მაღაზიაში შესვლა სცადა, თუმცა როგორც ჩანს, დაცვის თანამშრომელმა იგი ვერ იცნო და იმ მიზეზით, რომ მაღაზია ხალხით იყო სავსე, ჯენიფერ ლოპესი არ შეუშვეს. Billboard-მა ეს ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც თან ფოტოებიც ერთვის,  ლოპესი ამ ფაქტს საკმაოდ მშვიდად შეხვდა და უპასუხა: „კარგი, პრობლემა არ არის.“

გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით ჯენიფერ ლოპესს დაცვის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და “შანელის” ფილიალში მიიწვიეს, თუმცა, გამოცემის ცნობით, მომღერალმა შეთავაზებაზე უარი თქვა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სუპერვარსკვლავი მსგავს სიტუაციას თავშეკავებული ხვდება. 25 ივლისს მას კონცერტზე კოსტიუმთან დაკავშირებით მცირე ინციდენტი შეემთხვა –  ცეკვის დროს ქვედაბოლო გაეხსნა, ლოპესი კი ამ ყველაფერს იუმორით შეხვდა: „კარგია რომ საცვალი მეცვა, ხანდახან საცვლებს საერთოდ არ ვატარებ.” – თქვა ჯენიფერმა. 

სუპერვარსკვლავი ამჟამად ტურნეში Up All Night: Live in 2025 იმყოფება. 8 ივლისს ტურნე ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დაიწყო და შემდეგ მოჰყვა კონცერტები უნგრეთში, იტალიაში, თურქეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ეგვიპტეში, ყაზახეთში და სომხეთში. ტურნეს ფარგლებში 10 და 12 აგვისტოს ორი კონცერტია დაგეგმილი კვლავ ყაზახეთში და იტალიაში. ჯენიფერ ლოპესის კიდევ ერთი ახალი პროექტი მოლოდინით არის სავსე, ეს არის ფილმი, სახელწოდებით: Kiss of the Spider Woman – მუსიკალური ადაპტაცია, რომლის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც ბილ კონდონია. ფილმში ჯენიფერ ლოპესთან ერთად მონაწილეობენ  დიეგო ლუნა და ტონატიუ ელიზარარაზი. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 10 ოქტომბერს გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრაიან ინოს მიერ ორგანიზებულ პალესტინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტს დემონ ალბარნი, PinkPantheress და სხვა არტისტები შეუერთდნენ

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსმა ტეილორ სვიფტის სიმღერის ქავერი შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი