ბრაიან ინოს მიერ ორგანიზებულ პალესტინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტს დემონ ალბარნი, PinkPantheress და სხვა არტისტები შეუერთდნენ

კონცერტი – Together for Palestine 17 სექტემბერს, ლონდონის OVO Arena Wembley-ზე გაიმართება.
ბრიან ინო The Royal Festival Hall-ის სცენაზე. 2023 წლის 30 ოქტომბერი.
Christoph Soeder/picture alliance via Getty Images

დეიმონ ალბარნი, PinkPantheress და Jamie xx იმ არტისტებს შორის არიან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ბრაიან ინოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში – Together for Palestine. ღონისძიება გაიმართება 17 სექტემბერს, ლონდონის OVO Arena Wembley-ზე და შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში – Choose Love, რომელიც პალესტინაში ჰუმანიტარულ დახმარებას აფინანსებს. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია პლატფორმა My Ticket-ზე.

მუსიკალურ პროექტში ასევე მონაწილეობენ ჯგუფი Bastille, ქეთ ბერნსი, Greentea Peng, Hot Chip, ჯეიმს ბლეიკი, King Krule, Mabel, Obongjayar, პალომა ფეიტი, რეიჩელ ჩინურირი და Sampha, ასევე პალესტინელი არტისტები – ადნან ჯუბრანი, ფარაჯ სულეიმანი და ნაი ბარღუთი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ PinkPantheress, რინა სავაიამა და რიზ აჰმედი. ეს სრული ჩამონათვალი არ არის და მომდევნო კვირებში სხვა შემსრულებლებიც გამოცხადდებიან.

ბრაიან ინო საღამოს აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. პროექტის თანაორგანოზატორები ასევე არიან ფროდაქშენ-მენეჯერები – ხალედ ზიადა, ხალიდ აბდალა და ტრეისი სიუორდი. 

„ღაზაში მიმდინარე საშინელებებზე სიჩუმე თანამონაწილეობაა. ხელოვანები ყოველთვის ეხმარებოდნენ საზოგადოებას უსამართლობის დანახვასა და უკეთესი მომავლის წარმოდგენაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს კონცერტი. დრო იყო, გავერთიანებულიყავით – არა მხოლოდ ხმის ასამაღლებლად, არამედ ჩვენი ადამიანობის საჩვენებლად. მსოფლიოში, სადაც ხელისუფლებები და წამყვანი მედია გენოციდის ფონზე დუმს, ეს გაერთიანება წინააღმდეგობის ხმა ხდება. ხელოვანები და საზოგადოებები ერთად იკრიბებიან მწუხარებისა და რისხვის გამოსახატად და პალესტინის ხალხს, ისევე როგორც ყველა უსამართლობის მსხვერპლს, უცხადებენ მხარდაჭერას,” – განაცხადა ხალედ ზიადამ.

ბრაიან ინომ ღონისძიება 31 ივლისს დააანონსა. მან ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვრცელი ტექსტით განმარტა, თუ რატომ დაიწყო პროექტი – Together for Palestine: „ღაზაში რასაც ვხედავთ, ეს არც საიდუმლოა და არც ურთიერთსაწინააღმდეგო ნარატივების ბურუსი, რომლის გაგებაც რთულია. როცა ათობით აპოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიცაა Amnesty International და Médecins Sans Frontières, ამას გენოციდს უწოდებს, მორალური ზღვარი ნათელია. დუმილი შეუძლებელია, ამიტომ ვიღებ მონაწილეობას ამ საღამოს ორგანიზებაში – ეს იქნება მუსიკის, დაფიქრებისა და იმედის ღამე Wembley Arena-ზე. მჯერა, რომ ეს საღამო შეიძლება გახდეს გამბედაობის ის მომენტი, როცა არტისტები ერთად გამოვლენ და სიმართლეს იტყვიან. ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით. სცენიდან, ან მსოფლიოს სხვა კუთხიდან ვიდეოს მეშვეობით, ეს არის შანსი, რომ ერთად ვიდგეთ და ვთქვათ: ეს აღარ უნდა გაგრძელდეს.“

ღაზაში სამხედრო ოპერაციები თითქმის ორი წელია გრძელდება. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ამ დროის განმავლობაში 60 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 2025 წლის ივლისის ბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობაში და განსაკუთრებით ბავშვებში საკვების უკმარისობის გამო შიმშილის დონე საგანგაშოა.

ივლისში ბრაიან ინო მუსიკოსთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც შექმნეს გაერთიანება იმ არტისტების დასაცავად, ვინც ღაზაზე ისრაელის სამხედრო შეტევას აკრიტიკებს და შედეგად „აგრესიული, უსაფუძვლო კამპანიების“ მსხვერპლი ხდება პროისრაელური აქტივისტების მხრიდან. გაერთიანებაში ასევე არიან Fontaines D.C., Kneecap და Massive Attack. ინსტაგრამზე არტისტებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია, დაიცვან ხელოვანები. გაერთიანება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ახალბედა ხელოვანების მხარდაჭერაზე, რათა ისინი არ იქცნენ მუქარისა და „კარიერის დანგრევის“ საფრთხის მსხვერპლად ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა UK Lawyers for Israel (UKLFI).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pusha T-ის თქმით, კანიე უესტთან თანამშრომლობას აღარ აპირებს

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა შესაშური სიმშვიდე გამოავლინა მას შემდეგ, რაც სტამბოლში „შანელის“ მაღაზიაში არ შეუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი