ნილ იანგმა სინგლი Big Crime გამოუშვა, რომლის ადრესატი დონალდ ტრამპია

ტრეკი იწყება ტრამპის ცნობილი სლოგანით – Make America Great Again და მასზე ირონიული მინიშნებით.
ნილ იანგი & Chrome Hearts
Big Crime

ნილ იანგი კვლავ ხმამაღლა გამოხატავს პროტესტს. მუსიკოსმა და მისმა ბენდმა – Chrome Hearts-მა 4 სექტემბერს გამოაქვეყნეს სიმღერა, რომელშიც პირდაპირ ნახსენებია ტრამპის სლოგანები და ბოლო მოქმედებები. ნამუშევარი აპროტესტებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკას, რასაც ბევრი ავტოკრატიულ მმართველობას უწოდებს.

ტრეკი იწყება ტრამპის ცნობილი სლოგანით – Make America Great Again და მასზე ირონიული მინიშნებით. შემდეგ გადადის პრეზიდენტის უახლესი გადაწყვეტილების კრიტიკაზე, როცა მან შეიარაღებული ჯარისკაცებით გაავსო ქვეყნის დედაქალაქის ქუჩები, რათა ებრძოლოს დანაშაულს, რომლის არსებობასაც თავად თეთრი სახლი ამტკიცებს.

79 წლის იანგი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, საპროტესტო სიმღერების შესრულებით არის ცნობილი. ამ უკანასკნელში ტრამპის სახელი არ ჟღერდება, თუმცა ყველა მსმენელისთვის გასაგებია შინაარსი და ადრესატი. 2 სექტემბერს იანგი სიმღერას საკუთარ ვებ-გვერდზე გამოეხმაურა და უწოდა „ახალი ნაწარმოები ამ უცნაური დროებისთვის“.

პროტესტით ცნობილ მომღერლებს შორის, ვინც ხმამაღლა აკრიტიკებს ტრამპს, იანგი თავის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ბოლო დროს ის სულ უფრო ხშირად აზიარებს მოსაზრებებს შეერთებული შტატების პრეზიდენტზე. „თუ დონალდ ტრამპზე ვილაპარაკებ, შეიძლება იმათ შორის აღმოვჩნდე, ვისაც ამერიკაში დაბრუნებისას პრობლემებს შეუქმნიან ან ციხეში ჩასვამენ,” – დაწერა იანგმა, რომელმაც 2020 წელს კანადის და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა მიიღო. „ეს სულ უფრო ხშირად ხდება. ახალი გაფრთხილებებია მათთვის, ვინც ამერიკაში ბრუნდება… თუ ევროპიდან დავბრუნდები და შემაჩერებენ, ვეღარ მოვაწყობ ჩემს ტურნეს და ის ხალხი, ვინც ბილეთები იყიდა, ჩემს კონცერტზე დასწრებას ვეღარ შეძლებენ,“ – წერდა წარსულში იანგი. „აი, ასეა, მეგობრებო. თუ რამე ცუდს იტყვით ტრამპზე ან მის ადმინისტრაციაზე და თუ კანადელი ხართ, შეიძლება აშშ-ში დაბრუნებისას აგიკრძალონ საზღვრის გადაკვეთა. და თუ ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ, როგორც მე, ვინ იცის, რა მოხდება? ერთად გავიგებთ.“

იანგმა დონალდ ტრამპის მიმართ პროტესტი წარსულშიც არაერთხელ გამოთქვა. მათ შორის მაშინ, როცა პრეზიდენტმა იანგის 1989 წლის უსამართლობის წინააღმდეგ დაწერილი ჰიმნი – Rockin’ in the Free World თავისი პირველი საარჩევნო კამპანიისას გამოიყენა. მოგვიანებით, 2020 წელს, იანგმა ამ სიმღერისა და Devil’s Sidewalk-ის გამოყენებისთვის ტრამპს უჩივლა, თუმცა სარჩელი უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც არჩევნები ბაიდენმა მოიგო. 2020 წელს, როცა აშშ-ის მოქალაქე გახდა, იანგმა ტრამპს ღია წერილი მიუძღვნა და  მას ქვეყნის სირცხვილი უწოდა.

2025 წლის მაისში მომღერალმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ტრამპის მიმართ, ის უკონტროლოდაც კი მოიხსენია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბრიუს სპრინგსტინი და ტეილორ სვიფტი საჯაროდ დაამცირა. „ბრიუსი და ათასობით მუსიკოსი ფიქრობს, რომ ამერიკას ანადგურებ,“ – დაწერა იანგმა. „შეწყვიტე ფიქრი იმაზე, რას ამბობენ როკერები. იფიქრე, როგორ გადაარჩინო ამერიკა იმ ქაოსისგან, რომელიც თავად შექმენი.“

ნახეთ BigCrime-ის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი, 2025 წლის 27 ივნისი, ფოტო: მარკ პიესეკი/WireImage

საბრინა კარპენტერმა ალბომ Man’s Best Friend-ის დამატებითი ტრეკი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი